FM97.5 / LIVE

ბორჯომელებს საკუთარი სახლები მოენატრათ

მთავარისაზოგადოება 01.04.2013
ბორჯომში ცხრა აპრილის ქუჩაზე, მეშვიდე ბინაში მცხოვრები 12 ოჯახი წელიწადზე მეტია ნაქირავებ ფართში ცხოვრობს და საკუთარ ბინებში შესვლას ელოდება.

ბორჯომელებს საკუთარი სახლები მოენატრათ

ცხრა აპრილის #7-ში მცხოვრები 12 ოჯახი ნაქირავებ ფართში 2011 წლის დეკემბერში გადავიდა, იმ იმედით, რომ საკუთარ ბინებში საკურორტო სეზონის დაწყებამდე შევიდოდნენ.

ფართის დროებით დათმობა მათ იმის გამო მოუხდათ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბორჯომის რეაბილიტაცია დაიწყო და პროექტში მათი დასახლებაც მოჰყვა. ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაჰპირდათ ”ბინის შეკეთებას შავი კარკასის ჩათვლით”.

”დიდი ხანია ველოდებით მშენებლობის დასრულებას. შიგნით შავი კარკასი დაასრულეს, ახლა დენი გაჰყავთ, იმედია გაზსაც მალე შეიყვანენ”, - ამბობს ცხრა აპრილის ქუჩაზე, ბინა 7-ში მცხოვრები ზაურ ბერიძე.

აღნიშნული ბინის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობამ იანვრის ქირაც არ ჩაურიცხათ.

”ერთი წელი გამგეობა გვიხდიდა ქირის ფულს. იანვარში აღარ გადმოგვირიცხეს, გვითხრეს გამგეობაში ჯერ რაღაც პრობლემას ვაგვარებთო. მე, მაგალითად, ჩემს ბინაში 200 ლარს ვიხდი”, - გვეუბნება ამ ბინის მკვიდრი ერთ-ერთი ქალბატონი.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ბესიკ ქურდაძის თქმით, ეს ბინა 1905 წელს აშენდა და მას მერე არ შეკეთებულა. მისი გარემონტებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. იქ მცხოვრები თორმეტი ოჯახი დროებით ქირით გაიყვანეს და თანხას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფარავს. შეთანხმების მიხედვით, გამგეობამ უნდა გააკეთოს ბინის შიგნით შავი კარკასი, სველი წერტილები, ელექტროგაყვანილობა და უზრუნველყოს გაზის შეყვანა.

”მოსახლეობასთან მოვილაპარაკეთ და ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, ისინი თავად დაასრულებენ შიდა სამუშაოებს. ზამთარში სამუშაოები დროებით გაჩერდა, ახლა თითქმის დასრულებულია. გაზს შევიყვანთ და შევლენ ბინებში”, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე.

რაც შეეხება ქირის დაგვაინებას, ქურდაძე ამბობს, რომ იანვრის ქირა ნამდვილად ვერ გადაუხადეს

”ბიუჯეტში ცვლილებები იყო განსახორციელებელი. ეს პრობლემა უკვე მოგვარდა და თებერვლის ბოლოს თანხა ჩვეულებრივად ჩაერიცხებათ”, - ამბობს ქურდაძე და აქვე ამატებს, რომ გამგეობა ქირის ფულს იქამდე დაფარავს, ვიდრე მცხოვრებლები კუთვნილ ფართში არ დაბრუნდებიან.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ
დამეწყრილი აწყურის უსახლკარო ოჯახებს გამგეობა ქირის გადახდას უგვიანებს
ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
აწყურის უსახლკარო ოჯახებს ახალციხის თვითმმართველობამ ქირა დაუფარა
დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება