FM97.5 / LIVE

ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2020
ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი სახლი და ერთი კომერციული ფართი დაიწვა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზარალის შესწავლა უკვე დაიწყო, დაზარალებულ ოჯახებს მერია დროებით ქირით გაიყვანს.

ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის განცხადებით, ორი დაზარალებული ოჯახიდან ერთ–ერთს ბინის ქირის ფულს გადაუხდის.

„ჩვენ ერთ–ერთმა ბინის მეპატრონემ გვითხრა, რომ წასასვლელი არსად აქვს. შევთავაზეთ, რომ მოძებნოს ბინა და ქირის ხარჯს ჩვენ დავფარავთ, იქამდე, ვიდრე მისი დამწვარი სახლის რეაბილიტაცია არ მოხდება“, – ამბობს დავით ზაალიშვილი.

ბორჯომში ჩარხისწყლის დასახლებაში ხანძარი კომერციულ ფართში 7 ივლისს გაჩნდა. კომერციული ფართიდან ცეცხლი სხვა შენობებსაც გადაედო. ხანძრის შედეგად ჯამში სამი შენობა დაიწვა.

„ფურნე სულ დაიწვა, რაც შეეხება სახლებს, იქ არ იცხოვრება, ვინაიდან სახურავი სრულიად არის დაზიანებული. წყლის ჭავლის გამო დაზიანდა ოთახებიც“, – ამბობს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი.

მისივე განმარტებით, ზარალის შესწავლა უკვე დაიწყო: „ამ კვირაში ველოდებით აუდიტსაც“.

დაეხმარებიან თუ არა კომერციული ფართის მეპატრონესაც, მუნიციპალიტეტში დაზუსტებული პასუხი არ აქვთ.

„კომერციული ფართის შემთხვევაში არ ვიცით ზუსტად, როგორ მოხდება დახმარება. ვარკვევთ და კანონი როგორც მოგვცემს უფლებას იმის მიხედვით მოვიქცევით“, – გვითხრა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, როგორც მერიაში აცხადებენ მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოხდება უახლოეს პერიოდში გამომწვევი მიზეზის დადგენა.

ხანძრის ქრობის დროს ერთ–ერთი ადგილობრივი დაშავდა.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს მერია დაეხმარა
ბორჯომში ხანძრის ქრობის დროს ადგილობრივი დაშავდა [ფოტო]
ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია – ადგილზე 6 სახანძრო ჯგუფი მუშაობს
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება
ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ახალციხეში ხანძრის შედეგად სტეფანიანების სახლის ნაწილი დაიწვა [Photo]