FM97.5 / LIVE

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

მთავარიეკონომიკა 19.07.2013
ბორჯომში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ორსართულიანი კორპუსიდან გამოსახლებული ოჯახები, საკუთარ ბინებს დაუბრუნდნენ. თუმცა, პირობები არ მოსწონთ და ხელისუფლებას ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ
მაისიდების ხუთსულიანი, სოციალურად დაუცველი, ოჯახი დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

„ბინის გარემონტების საშუალება არ მაქვს, ამიტომ იძულებული ვარ ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრო. შვილიშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდი მყავს და მას ბეტონზე ვერ დავაწვენ“, - ამბობს ნათელა მაისიდი.

მაისიდებს, ისევე როგორც ცხრა აპრილზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ დანარჩენი 11 ოჯახს, საკუთარ სახლში ¬¬დაბრუნების საშუალება წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ მიეცა.

ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე, 1905 წელს აშენებული ორსართულიანი შენობის რესტავრაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2011 წელს დაიწყო.

გამგეობამ თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ისინი ისევ აღნიშნულ შენობაში დაბრუნდებოდნენ, მანამდე კი ბინის ქირას გამგეობა დაფარავდა.

შენობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ საცხოვრებელი იმ მოტივით დატოვეს, რომ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება მოუწევდათ. ამის თაობაზე გამგეობისგან სიტყვიერი დაპირებაც მიიღეს.

წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი ბოლომდე დასრულებული არ არის. ამიტომ, 12 ოჯახიდან ორი საკუთარ სახლში შესვლას ვერ ახერხებს, - მათ ბინის გარემონტების საშუალება არ აქვთ.

მანანა გელაშვილი ამბობს, რომ მათთან დადებული ხელშეკრულება თავიდანვე ბუნდოვანი იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამგეობისგან დაპირება მიირეს, ხელშეკრულებას ხელი ყველამ მოაწერა.

ბორჯომელებს რესტავრირებული საცხოვრებელი არ მოსწონთ

„ხელშეკრულებაში მხოლოდ ის ეწერა, რომ დროებით უნდა გამოვსულიყავით და გარკვეული პერიოდი ნაქირავებ ბინაში გვეცხოვრა. ბინის ქირას კი გამგეობა გადაიხდიდა. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ გამოუსახლებიათ სხვადასხვა პირობით და შემდეგ საკუთარ სახლებში აღარ შეუშვიათ. ბუნებრივია, ჩვენც შეგვეშინდა, გამგეობის წარმომადგენლებმა კი დაგვარწმუნეს, რომ გარემონტებულ ბინებში შევიდოდით“.
დანარჩენმა ათმა ოჯახმა რემონტის გასაკეთებლად ბანკიდან სესხი აიღო.

„კედლები და ჭერი გასაშპაკლია, იატაკი დასაგებია, სველი წერტილები მოსაწესრიგებელია. გარდა ამისა, გასაკეთებელია სადარბაზოც. უხარისხო ბეტონია დასხმული და იფხვნება, მტვერი კი სახლებში შედის“,-ამბობს გიორგი ხუჯაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობა მათ გამათბობელის დამონტაჟებასაც დაჰპირდა.

„რომელ გამათბობელზეა საუბარი, ბინებში მხოლოდ წყალი და დენი გვაქვს, წყალიც პრობლემურია, პირველ სართულზე თუ მოუშვი, მეორეზე წყდება. გაზის შემოყვანას შვიდი თვეა გვპირდებიან. ტელევიზორს ვერ ვუყურებთ, ერთი ცენტრალური კაბელის გამოყვანა რა პრობლემა გახდა?“- ამბობს მანანა გელაშვილი.

აღნიშნული ბინის მკვიდრები შენობის პროექტს და სამშენებლო მასალის ხარისხსაც იწუნებენ.

„ვინც ეს ოთახები დააპროექტა, ეძინა და ისე აპროექტებდა?! შესასვლელი შესასვლელს არ გავს და ოთახი ოთახს. თავიდან გადავაკეთე ოთახების წყობა. ესეც ხომ ხარჯებთან არის დაკავშირებული?!“ - ამბობს გიორგი ხუჯაძე.

იმის, გამო რომ შენობას საწვიმარი მილი არ აქვს და სახურავიც დაზიანებულია, მეორე სართულის მცხოვრებლებთან წვიმა ჩადის. წვიმის წყლისგან დაზიანდა შენობის ფასადიც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბესო ქურდაძეს საცხოვრებლის მკვიდრების პრეტენზიები უკვირს.

„წლები ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ჩამონგრეულიყო, ახლა ბევრად უკეთეს პირობებს ვთავაზობთ, მაგრამ მაინც უმადურები არიან. მათთვის არავის უთქვამს, რომ სახლებს გაგირემონტებთ და გამათბობლებს დაგიდგამთო“, - ამბობს ბესო ქურდაძე.

რაც შეეხება, საცხოვრებელში ბუნებრივი აირის შეყვანასა და სადარბაზოების კეთილმოწყობას, ქურდაძე ამბობს, რომ ეს დაპირება ნამდვილად იყო.

„გაზიფიკაციაზე ჯერ ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. საკრებულო მათ სადარბაზოსაც გაუკეთებს“, - ამბობს ქურდაძე და ამატებს, რომ სახურავის დაზიანების შესახებ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მოიკვლევს.

"შენობას 65 წლიანი გარანტი აქვს. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდებით კომპანიას და გავაკეთებინებთ“, - გვაიმედებს საკრებულოს თავმჯდომარე.

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელებს საკუთარი სახლები მოენატრათ
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
წინუბანში უსახლკაროდ დარჩენილ გოგოლაძეებს ბინის ქირას მერია გადაუხდის
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
სტუდენტობა  ნაქირავებ ბინაში
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
ბორჯომი სამშენებლო მტვერში