FM97.5 / LIVE

იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

მთავარისიახლე, სამართალი 09.06.2017
ახალციხის სკოლების უფროსკლასელებმა, დამნაშავის, ექსპერტებისა და გამომძიებლების როლები მოირგეს და იმიტირებული გამოძიება ჩაატარეს.

იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

ღონისძიება საქართველოს პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა. გამოძიებაში ახალციხის საჯარო სკოლების მე–9 მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც რაიონული პროკურორი დავით ჯინჭველაძე ამბობს, მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდათ კაზუსები. მოქმედება ოთხ ადგილას ხდებოდა.

"რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე გაქურდეს ოქროულობის მაღაზია , საიდანაც მოიპარეს ოქროს ნივთები. ვათვალიერებთ ადგილებს, ვადგენთ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, მივდივარ პიროვნებასთან სახლში ვუტარებთ ჩხრეკას, შემდეგ მისგან ვიღებთ მოპარულ ნივთებს და საბოლოო ჯამში დაზარალებულს უნაზღაურდება ზიანი“,– ამბობს დავით ჯინჭველაძე.

თორმეტმა მოსწავლემ ყველა სცენა დაწვრილებით ითამაშა.

„ერთი კვირა ვემზადებოდით. რამდენჯერმე შევხვდით პროკურატურის წარმომადგენლებს და დავგეგმეთ ღონისძიება. მე ვასრულებდი ლომბარდის მეპატრონის როლს, დამნაშავემ მოიპარა ოქრო, რამდენიმე სახლში დაიტოვა და დანარჩენი ჩააბარა ლომბარდში“, – გვითხრა მოსწავლე ნინო სუდაძემ.

მოსწავლეებს იმიტირებული გამოძიების დადგმაში პროკურატურის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.

ამღონისძიებით, ამ სასწავლო წელს, პროკურატურამ მოსწავლეებთან მუშაობა დაასრულა.

"ესაა შემაჯამებელი ღონისძიება. ამ ეტაპზე დავამთავრეთ პროექტის ფარგლებში შეხვედრები, რადგან სკოლებშიც დასვენება იქყება. ახალი სასწავლო წლიდან აუცილებლად გავაგრძელებთ შეხვედრებს ახალი შემართებითა და იდეებით“,– ამბობს დავით ჯინჭველაძე.

იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურა მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ასპინძაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
ახალციხეში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
პროკურატურის შეხვედრა პირველი სკოლის უფროსკლასელებთან
ახალციხის რაიონული პროკურატურა ქალაქის სკოლებში კვიპაროსებს რგავს
ახალციხეში ველურად ამოსული კანაფის ჯიშის მცენარეები გაანადგურეს