FM97.5 / LIVE

პროკურატურა მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს

მთავარისამართალი 04.04.2013
ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები პროექტ ”საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ.

პროკურატურა მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს მთავარი პროკუტრატურის პროექტი ”საზოგადოებრივი პროკურატურა” 2006 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ახალციხის ყველა საჯარო სკოლაში ტარდება. პროექტის სამიზნე ჯგუფს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ.

”მოსწავლებთან სამართლებრივ საკითხებს განვიხილავთ. ვაცნობთ დანაშაულებების იმ კატეგორიებს, რომლებიც ამ ასაკში უნდა უნდა იცოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენა. ამ პროექტით პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ”, - განმარტავს ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ჯინჭველაძე.

დღევანდელ შეხვედრას ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ასამდე მოსწავლე დაესწრო. მათ ნაწილს აღნიშნულ პროექტში მონაწიელობა გასულ წელბშიც მიუღია.

”შარშან იმიტირებული სასამართლო ჩავატარეთ და პროკურორის როლში ვიყავი. ძალიან საინტერესო პროექტია, უკეთ გავეცანით სტრუქტურის საქმიანობას. ვფიქრობ, რომ მეტი გამოცდილება შევიძინე და ვისწავლე პრობლემების გადაჭრა. ეს პროექტი შესაძლოა მომავალი პროფესიის არჩევაშიც დამეხმაროს”, - ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ჩიტაშვილი.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები დღეს, 4 აპრილს დაიწყო და სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება. მსგავსი შეხვედრების ჩატარება ახალციხის საჯარო სკოლების გარდა ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

”წლის ბოლომდე ჩვენ არაერთ სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს ჩავატარებთ. ასევე, ვაპირებთ, რომ მოსწავლეები ქალაქგარეთ გავიყვანოთ და ის ადგილები ვანახოთ, რომლიბიც აქამდე ნანახი არ აქვთ”, - ამბობს დავით ჯინჭველაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რაიონული პროკურატურა ქალაქის სკოლებში კვიპაროსებს რგავს
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ასპინძაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
ახალციხეში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
ახალციხეში ველურად ამოსული კანაფის ჯიშის მცენარეები გაანადგურეს
ახალციხეში ხვალ ველურ კანაფს გაანადგურებენ
იმიტირებული გამოძიება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით