FM97.5 / LIVE

‘ეს კარგი ხარისხის უთოებია, ყველას დაგჭირდებათ’ – ახალციხის მერიამ ‘ოჯახის სიმტკიცის’ დღე აღნიშნა

მთავარისაზოგადოება 17.05.2016
დღეს, 17 მაისს, ‘ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან’ დაკავშირებით, ახალციხის მერიამ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები უთოებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.

‘ეს კარგი ხარისხის უთოებია, ყველას დაგჭირდებათ’ – ახალციხის მერიამ ‘ოჯახის სიმტკიცის’ დღე აღნიშნა

მერიამ საჩუქრები 30 ოჯახს გადასცა. ოჯახები მერიის შენობაში მიიწვიეს.

„გილოცავთ, დღეს ოჯახის სიმტკიცის დღეა! მეორე წელია პატრიარქმა ეს დღე დააწესა და მეორე წელია ამ დღეს ასე ავღნიშნავთ“, – განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯინჭველაძემ და დაამატა, – „ეს კარგი ხარისხის უთოებია, ყველას დაგჭირდებათ“.

ღონისძიებას ქალაქის მერი გიორგი კოპაძე დაესწრო. კოპაძემ მრავალშვილიან ოჯახის დიასახლისებს დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქრები პირადად გადასცა.

„დღევანდელი დღე, როგორც იცით, პატრიარქმა გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღედ. ჩვენ უკვე მეორე წელია ამ დღესთან დაკავშირებით ვახდენთ მრავალშვილიანი ოჯახების დასაჩუქრებას. ეს დღე პირდაპირ მიმართულია ქართული ოჯახის სიწმინდესა და სიმტკიცესთან“, – განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ.

„ძალიან დიდი პატივისცემაა ჩვენთვის, რომ ვახსენდებით“, – აღნიშნა მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისმა მეგი თათეშვილმა.

უთოებისა და ტკბილეულის შესაძენად ახალციხის მერიის კულტურის სამსახურმა 1350 ლარი გამოყო.

‘ეს კარგი ხარისხის უთოებია, ყველას დაგჭირდებათ’ – ახალციხის მერიამ ‘ოჯახის სიმტკიცის’ დღე აღნიშნა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
მერიამ პატარებს საახალწლო  საჩუქრები გადასცა [Photo]
ახალციხის მერმა რეწვის ოსტატებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა
ახალციხის  ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას შეუერთდა
როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
ილია მეორე: ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა