FM97.5 / LIVE

მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2017
ე.წ. მოხეს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოხეს მუსლიმი თემი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს
ადიგენში, სოფელ მოხეს მუსლიმი თემი ე.წ. მოხეს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამის შესახებ ადგილობრივები განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სოფელ მოხის მუსლიმი თემი შევიკრიბეთ და ავღნიშნავთ, რომ რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან შექმნილმა, ეგრეთ წოდებულმა ,,მოხის მეჩეთის" წარმომავლობის დამდგენმა კომისიამ ა/წლის 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე და დაადასტურა ადგილობრივი მოსახლეობის მრავალგზის გამოთქმული ვარაუდი, რომ სახელმწიფოს არ უნდა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა და ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღსანიშნავია, რომ თავიდანვე კომისია შეიქმნა არსებული ნახევრად დაშლილი შენობის წარმომავლობის დასადგენად, კომისიამ კი ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეა წამოჭრა, რაც არანაირად არ იყო ადგილობრივების მოთხოვნა. სწორედ ამიტომ იყო,რომ მოსახლეობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ კომისიას საჯაროდ უნდობლობა გამოუცხადა.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, მოხის მუსლიმი თემი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, კატეგორიულად აპროტესტებს ყოფილი მეჩეთის ისტორიულ სადავო საკულტო ნაგებობად დაკონსერვებასა და ახალი მეჩეთის მშენებლობის იდეას, აგრძელებს ღია ცის ქვეშ ლოცვის რიტუალის შესრულებას, მანამ, სანამ სახელმწიფო არ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და ისტორიულ სალოცავს არ დაუბრუნებს ადგილობრივ მუსლიმებს რელიგიური რიტუალების შესასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოხეს კომისიამ მუშაობა გუშინ, 11 მაისს დაასრულა. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობა სადავო სტატუსით ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. სოფელში კი ახალი მეჩეთი აშენდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
„მოხეს კომისიის“  წევრები ადგილობრივებს  მაისის ბოლოს შეხვდებიან
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება