FM97.5 / LIVE

მზადება საატესტატო გამოცდებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.05.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის იმ სკოლებს, სადაც საატესტატო გამოცდები ჩატარდება, school box-ები გადაეცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ახალი აპარატურა სკოლებში სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.

20 school box-ი, 169 კომპიუტერი და 18 მონიტორი სკოლებში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გადაანაწილა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე ამბობს, რომ school box-ებით მხოლოდ ის სკოლები აღიჭურვა, სადაც საატესტო გამოცდები ტარდება: "რაც შეეხება დანარჩენ აპარატურას, სკოლებზე საჭიროებისამებრ გადანაწილდა".

ახალციხის მეექვსე სკოლას შვიდი პროცესორი, კლავიატურა და ერთი school box-ი გადაეცა. დირექტორის მოადგილე ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ ახალი აპარატურა ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებას: "ხშირად იყო შეფერხებები ინტერნეტთან დაკავშირებით, ამის გამო, გასული წლის საატესტატო გამოცდებზე ბავშვებს არათანაბარ სიტუაციებში უხდებოდათ მუშაობა".

მეორე სკოლის დირქტორის მარინა ზედგინიძის თქმით, გასული წლის გამოცდებზე მცირე შეფერხებები ჰქონდათ ინტერნეტთან დაკავშირებით: "ამიტომ, გამოცდა შედარებით გვიან დასრულდა, თუმცა, ზოგადად, საგამოცდო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია". ამ სკოლიდან საატესტატო გამოცდებს წელს 58 მოსწავლე აბარებს.

ახალ აპარატურას სკოლებში IT მენეჯერები დაამონტაჟებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის 20 საგამოცდო სკოლაზე სამი IT მენეჯერია გადანაწილებული. სამონტაჟო სამუშაოები ქალაქის და სოფლის სკოლებში ერთდროულად მიმდინარეობს. ათი მაისისთვის ყველა სკოლაში საგამოცდო ოთახები მზად უნდა იყოს.

საატესტო გამოცდები ე.წ CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით მეორე წელია ტარდება. იმ შემთხვევეში, თუ მოსწავლე გამოცდებზე სჭირო ქულათა რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გამოცდის ჩაბარების საშუალება სამი წლის განმავლობაში ეძლევა. რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც უარს ამბობენ საატესტატო გამოცდის ჩაბარებაზე, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სერთიფიკატებს გადასცემს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საატესტატო გამოცდები დაიწყო
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა
ცვლილება საატესტატო გამოცდებში
საატესტატო გამოცდების მეორე დღე
ახალციხის მესამე სომხურენოვან  სკოლაში გამოცდები გადაიტანეს