FM97.5 / LIVE

საატესტატო გამოცდები დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2012
დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

საატესტატო გამოცდები დაიწყო

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები დილის 9:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გამოცდას 23 მეთორმეტეკლასელი აბარებს. სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის თქმით, საგამოცდო ოთახი ტექნიკურად გამართულია: “ოთახში შვიდი კომპიუტერი და ერთი ვიდეოთვალია დამონტაჟებული. ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ მშვიდად იმუშაონ”.

გამოცდისთვის განკუთვნილ დროს, ერთ საათსა და 40 წუთს, არავინ იყენებს. მოსწავლეები გამოცდას 15-20 წუთში აბარებენ. ნიკა ბერიძემ პირველი საატესტატო გამოცდა 15 წუთში დაამთავრა, ამბობს, რომ შედარებით რთული გრამატიკული ნაწილი იყო, თუმცა, ბარიერი გადალახა.

პრეტესტებთან შედარებით, გამოცდა რთული მოეჩვენა
თამთა მჟავანაძესაც: “სკოლაში გრამატიკა არ ისწავლება. ენის წიგნი საერთოდ ამოღებულია, ლიტერატურის წიგნში თუ შეგვხვდებოდა გრამატიკის რამდენიმე საკითხი”.

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ლევან ზედგინიძემ 8,32 ქულა მიიღო. შედეგით კმაყოფილია და ყველა საგნის წარმატებით ჩაბარების იმედი აქვს. განსხვავებულად ფიქრობენ მისი თანაკლასელები, რომლებსაც განსაკუთრებით ტექნიკური საგნების ჩაბარების ეშინიათ.

“ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და ბიოლოგიის გამოცდის გვეშინია. არავინ ჩაიჭრება, თუმცა, ამ საგნებში მაღალი ქულების აღება ყველას გაუჭურდება”, - ამბობს ილონა გაჩეჩილაძე.

პირველი საჯარო სკოლა წელს 120-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. საატესტატო გამოცდას ყველა მათგანი აბარებს. გამოცდაზე ის მოსწავლეებიც გადიან, რომლებმაც გასულ წელს საატესტატო გამოცდაზე მინიმალური ბარიერი ვერ გადალახეს.

“ასეთი 10 ბავშვი გვყავს, თუმცა წელს გამოცდას მხოლოდ ნაწილი აბარებს”, - ამბობს პირველი სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

რამდენი მოსწავლე ამთავრებს სკოლას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსეცნტრში ინფორმაცია არ აქვთ.

“მოსწავლეები სკოლებმა დაარეგისტრირეს, ამიტომ ჩვენ მონაცემთა ბაზა არ გვაქვს”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

ხვალ მეთორმეტეკლასელები გამოცდას უცხო ენაში ჩააბარებენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
საატესტატო გამოცდები განახლდა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
საატესტატო გამოცდები - დღე მესამე
საატესტატო გამოცდების მეორე დღე