FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა

მთავარისაზოგადოება » განათლება 23.06.2015
საატესტატო გამოცდებში ქალაქ ახალციხის მასშტაბით 21 მეთერთმეტეკლასელი ჩაიჭრა. მოსწავლეებს ძირითადად ფიზიკისა და ბიოლოგიის გამოცდების ჩაბარება გაუჭირდათ.

ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 17 ივნისს გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო. მოსწავლეებმა გამოცდა ოთხ საგანში ( გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ჩააბარეს.

ქალაქ ახალციხის სკოლებში 298 მეთერთმეტეკლასელია. აქედან საატესტატო გამოცდებში 21 მოსწავლე ჩაიჭრა.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 76 მეთერთმეტეკლასელიდან გამოცდები წარმატებით 73–მა გაიარა. 3 მოსწავლე ერთ საგანში ჩაიჭრა.

რაც შეეხება ახალციხის მეორე საჯარო სკოლას, აქ 34 მეთერთმეტეკლასელიდან 3 ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა, ერთს კი ბიოლოგიის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდა.

მესამე საჯარო სკოლის 39 მეთერთმეტეკლასელიდან კი 6 მოსწავლე ჩაიჭრა.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში კი 114 მეთერთმეტეკლასელიდან გამოცდები წარმატებით 106–მა ჩააბარა. 5 მოსწავლე ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა, 3 კი ბიოლოგიაში.

მეექვსე საჯარო სკოლის 20–ვე მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ასევე წარმატებით ჩააბარა გამოცდები ახალციხის კერძო სკოლის "მზექას" 15–ვე მოსწავლემ.

ის მოსწავლეები, რომლებმაც რომელიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა
უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს