FM97.5 / LIVE

ცვლილება საატესტატო გამოცდებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.01.2013
სკოლებში საატესტატო გამოცდები 4+4 მოდელით ორ ეტაპად ჩატარდება. პედაგოგებისა და აბიტურიენტების ნაწილისთვის ცვლილება მისაღებია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მოსწავლეებს პრობლემებს შეუქმნის

ცვლილება საატესტატო გამოცდებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით გამოცდების პირველი ეტაპი ჩატარდება 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, მეორე ეტაპი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით. მიმინოშვილის განცხადებით გამოცდების ფორმისა და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლები მიიღებენ. გამოცდების ჩაბარების უფლება ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვა.

აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნებათ მოსამზადებლად ეროვნული გამოცდებისთვის და აღარ იფიქრებენ საატესტატო გამოცდებზე.

- ”ტელევიზიით მოვისმინე ამ სიახლის შესახებ, ძალიან მომეწონა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჯერ ოთხი გამოცდა ჩავაბაროთ შემდეგ კიდევ ოთხი. მიმაჩნია, რომ კარგად ვარ მომზადებული და არ გამიჭირდება ამ ეტაპზე გამოცდების ჩაბარება. ამით დავზოგავ დროს და უფრო კარგად მოვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის”, - ამბობს ახალციხის კერძო სკოლა ”მზექას” მე-12 კლასის მოსწავლე ვაჟა გიორგაძე.

ამ სიახლით მოხარულია ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მერაბ გელაშვილიც, როგორც თავად ამბობს, იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ პირველივე ეტაპზე ჩააბარებს საატესტატო გამოცდას და არ დაჭირდება მეორე ეტაეზე გასვლა.

გელაშვილისა და გიორგაძისგან განსხვავებით სხვაგვარად ფიქრობს #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე არმენ გრიგოლიანი: ”ჯერ საკმარისად არ ვართ ყველა საგანში მომზადებული და ამან შეიძლება შეგვიქმნას პრობლემა, მაგრამ კარგია ის რომ მაისში ისევ შეგვეძლება გადაბარება თუ ეხლა ვერ ჩავაბარებთ.

ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ მათ ჯერ ამ თემასთან დაკავშირებით არ შეუმუშავებიათ გეგმა თუ რა საგნებს ჩააბარებენ პირველ ეტაპზე აბიტურიენტები.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
საატესტატო გამოცდების მეორე დღე
ახალციხის მეორე სკოლაში ფიზიკის გამოცდა გაუჭირდათ
ახალციხის სკოლებში გამოცდის შედეგები მოსწონთ
ახალციხის 4-მა სკოლამ ტესტური გამოცდა აირჩია
ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა  რეგისტრაცია 14 თებერვლიდან დაიწყება