FM97.5 / LIVE

ვირუსიანი პაციენტების მატების გამო, ახალციხის საავადმყოფოში კარანტინია

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2017
სეზონურ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით, პაციენტების გაზრდილი მიმართვიანობის გამო, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღეა მნახველების შესვლა შეზღუდულია. პაციენტების რაოდენობამ, განსაკუთრებით, ბავშვთა განყოფილებაში მოიმატა.

ვირუსიანი პაციენტების მატების გამო, ახალციხის საავადმყოფოში კარანტინია

საავადმყოფოში განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მნახველების შესვლა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გამკაცრდა.

„მიმდინარე ვირუსული დაავადებებია, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევს მაღალ ტემპერატურას, ხველას და ფილტვების ანთებაში გადადის. გამოჯანმრთელებული პაციენტები ხელახლა რომ არ დავირუსდნენ, ეს შეზღუდვა ამიტომ დავაწესეთ“, – განაცხადა ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, მნახველების შესვლა კლინიკაში მიმდინარე კვირას შეიზღუდა და როდემდე იქნება უცნობია: „გააჩნია შემოტევა რამდენხანს გაგრძელდება. პაციენტების შემოდინებასთან არის კავშირში“.

მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს, დღის განმავლობაში, რამდენიმე მნახველი პაციენტებთან მაინც შევიდა.

„მათი თხოვნა რომ გავითვალიწინეთ და შევუშვით, თუმცა, ამის გამო ჩვენ შეგვექმნა პრობლემები“, – განაცხადა საავადმყოფოს დაცვის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.

ახალციხეში კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, კლინიკა „იმედი“ ფუნქციონირებს. პაციენტების მიმართვიანობა ამ დაწესებულებაშიც გადავამოწმეთ. კლინიკაში განგვიმარტეს, რომ მათთან პაციენტების მიმართვიანობა არ გაზრდილა და ამიტომ, კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსის შემთხევათა მატება, დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და უკვე პიკს მიაღწია.

საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების უფროსის, ნესტან უშხვანის განმარტებით, ეს არის სეზონური გრიპი: „დაავადება მოულოდნელი მაღალი ცხელებით, ინტოქსიკაციით, ხველით, თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილით იწყება“.

მისივე განმარტებით, ამ პერიოდში სასურველია ყველამ, ჯანმრთელმაც და დაავადებულმაც, გარკვეული პროფილაქტიური ღონისძიებები გაატაროს.

„ხშირად უნდა დაიბანონ ხელები საპნით და გაანიავონ ოთახი. ბინა უნდა დაალაგონ სველი წესით“, – გვირჩევს ექიმი და ამატებს, რომ გრიპის მსუბუქი შემთხვევები სტაციონარულ მკურნალობას არ ექვემდებარება, – „ისინი უნდა იყვენ ბინაში და იქ იმკურნალონ. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი სუნთქვის გაძნელებას შენიშნავს, უგრძელდება ტემპერატურა სამ დღე–ღამეს და მეტხანს, აქვს ქოშინი, ციანოზი და ტკვილის გულ–მკერდის არეში, ასევე, თუ ხველის დროს სისხლისფერი ნახველი აქვს ან მოვარდისფრო, ბავშვებში თუ არის ღებინება, ყლაპვის გაძნელება და კრუნჩხვები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს“.

ნესტან უშხვანის განმარტებით, დაავადება ყველაზე მეტად საშიშია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და ხანდაზმულებში.
ექიმის თქმით, ამ ეტაპზე დაწესებულებაში საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ.

„მძიმედ მიმდინარე არ გვყავს. მაგრამ, ბევრი პაციენტია, ფაქტობრივად თერაპიაც ავითვისეთ, დაახლოებით 17 პაციენტი იწვა პარასკევს. თუ მოგვმართავენ სხვა გზა არ გვაქვს, მივიღებთ. თერაპიული პაციენტები გადაგვყავს ქირურგიაში და რაღაცას ვახერხებთ, საწოლები მოგვაქვს და დამატებით ვდგამთ პალატებში“, – გვიხსნის იგი.

ექიმი ვარაუდობს, რომ დათბება თუ არა, მიმართვიანობა დაიკლებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის კლინიკებში გრიპის ვირუსის გამო მიმართვიანობა გაიზარდა
ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა
H1N1 – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთის საავადმყოფოებში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 17–მდე გაიზრდა
‘სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჯერ ოჯახის ექიმს მიმართეთ’ - დევი ტაბიძე
‘გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია’ - ეზუგბაია
რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია