FM97.5 / LIVE

‘გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია’ - ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.06.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და მან დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით 80%-ს მიაღწია.

‘გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია’ - ეზუგბაია

„გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 10-ით. 624 იყო და ამჟამად გვყავს 634. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია, დადასტურებულთან შედარებით. ამ ეტაპზე, მხოლოდ 150 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 2 ივნისს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა.

კონკრეტულად ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 58 დადასტურებული შემთხვევაა, გუშინ, 1-ელ ივნისს ერთი გამოჯანმრთელდა და სამი დადასტურებული ისევ შეიყვანეს: „ჩვენთან, გუშინ შემოვიდა 3 დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო, თუმცა ეს ერთი ოჯახია, დიდი ალბათობით ესეც დადასტურებული იქნება. ჩავთვალოთ, რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა და ეს ოთხი, საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან“.

2 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში სულ 794 კოვიდინფიცირებული პაციენტია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუისის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევაა, მათგან 3 შემოტანილი
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა, 3 - გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 17–მდე გაიზრდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს