FM97.5 / LIVE

‘სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჯერ ოჯახის ექიმს მიმართეთ’ - დევი ტაბიძე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 27.03.2020
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 50 პირი წევს. კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, „ოჯახის ექიმი“ საქმის კურსში ჩააყენონ.

‘სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჯერ ოჯახის ექიმს მიმართეთ’ - დევი ტაბიძე

„მინდა მოგმართოთ, რომ პირველ რიგში, სიმპტომების გამოვლინების დროს, ჯერ უნდა მიმართონ ოჯახის ექიმებს და ამის შემდეგ მოხდება გადანაწილება და მივიღებთ პაციენტებს“, - განაცხადა ბრიფინგისას დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, დღეს კლინიკაში კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს, მანამდე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 48 პაციენტი იმყოფებოდ ა- „საერთო მდგომარეობა პაციენტების არის დამაკმაყოფილებელი. ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც იმყოფება მართვით სუნთქვის აპარატზე, ოღონდ აქ მდგომარეობა ისეთია, რომ არ არის COVID- 19 დადასტურებული. უბრალოდ, არის ორმხრივი პნევმონია და თანმხლები დაავადებები. პაციენტი არის ასაკოვანი, 80 წელს გადაცილებულია. ამიტომ აქ მდგომარეობა გართულებულის მსგავსია მაგრამ ინფექცია დადასტურებული არ არის“.

ამ ეტაპზე, რესპუბლიკურში პასუხს ხუთი პიროვნების ტესტზე ელოდებიან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის 25 სტუდენეტი საკარანტინე ზონებში მოხალისედ იმუშავებს. „დღეს და გუშინ მათ ტრენინგი გაიარეს და გავლენ იმ სასტუმროებში, სადაც კარანტინია და გაგვიწევენ დიდ დახმარებას“, - აცხადებს ტაბიძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ერთი პაციენტი მკურნალობს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 მძიმე პაციენტია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვია
'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში  4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19
COVID-19: ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა