FM97.5 / LIVE

“რეგიონის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია”

მთავარისაზოგადოება 11.03.2013
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

“რეგიონის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია”

ახალციხის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართულ შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ჟორჟოლიანმა ყურადღება იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა, რომელიც მიმდინარე წელს სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა” დაასახელა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”ჩვენი მიზანია რეგიონის ახალგაზრდებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში გააცნობიერონ საკუთარი მნიშვნელობა და ამ კუთხით იაქტიურონ. მათ შეუძლიათ დაფინანსება მიიღონ იმ პროექტში, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ”,-განაცხადა ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა.

სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა” პირველი საგრანტო კონკურსი 2013 წლის თებერვალში გამოაცხადა. კონკურსი 27 თებერვალს დაიწყო და 19 მარტამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

”პროექტი ჩვენს მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს უნდა შეესაბამებოდეს და არ აცდეს ფონდის საქმიანობას. ამავე დროს, უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივებზე ორიენტირებული და თანხების გაცემა მიზნობრივად უნდა ხდებოდეს. ჩვენი ფონდი ერთადერთი ფონდია ქართულ რეალობაში, რომელიც თანხებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე გასცემს”,-განმარტავს ჟორჟოლიანი.

მსგავსი შეხვედრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში იმართება. ახალციხის შემდეგ სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი” შეხვედრას ქუთაისსა და ზესტაფონში გამართავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება
რეგიონის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად ბოლო დეტალები ზუსტდება
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლოგო შეცვალა
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა" ახალციხეში შეხვედრა გამართა