FM97.5 / LIVE

ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.03.2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხიელ ახალგაზრდებთან, იდეების კონკურსთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს.

ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება
ახალციხე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველად ერთვება.

„გვინდა რომ ახალგაზრდებს ამ კონკურსის პროცედურების შესახებ გავაცნოთ. კონკურსმა მთელი საქართველო უკვე მოიცვა, თუმცა სამცხე–ჯავახეთი ნაკლებად იყო ჩართული. გასულ წელს კონკურსში მხოლოდ ბორჯომი მონაწილეობდა, ჩვენ გვინდა, რომ ახლა მთელი რეგიონი მოვიცვათ“, – ამბობს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი.

კონკურსის მთავარი მიმართულება, ახალგაზრდების დასაქმების, ასევე მათი სამოქალაქო აქტივობის ზრდის ხელშეწყობაა.

„ამ კონტექსტში შესაძლოა იდეა ეხებოდეს გარემოს დაცვაზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას, გადაწყვეტილებების მიღბის პროცესში შესაბამისი უნარ ჩვევების გამომუშავებას და ა.შ. კონკურსის მიზანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა და ახალგაზრდებია დასაქმებაა“, –განმარტავენ სამინისტროს წარმომადგენლები.

მათი თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც საკუთარ პროექტებს ელექტრონულად გააგზავნიან. მათივე თქმით, თოთოეული პროექტის მაქსიმალური ღირებულება 25 000 ლარია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონებიდან წარმოდგენელი პროექტები, მათი რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. მთავარია იდეა იყოს კარგი და საინტერესო“–ამბობს ჟორჟოლიანი.

იდეების კონკურსის შესახებ საინფორმაციო კამპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

იდეების კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით 27 თებერვლიდან დაიწყო და 27 მარტამდე გაგრძელდება.

ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს
'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
‘მილიონიანი ფონდი’ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისთვის - ვის შეუძლია გრანტის მოპოვება
“რეგიონის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია”
ახალგაზრდებს ბიზნეს იდეების განვითარების ღონისძიებაზე იწვევენ
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის