FM97.5 / LIVE

პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]

მთავარიპოლიტიკა 04.02.2016
დღეს, 4 თებერვალს, ახალციხეში, ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. ფონდის გახსნას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, ფონდის სხვა წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.

პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ახალციხეში 15:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ ადგილობრივებთან ერთად გახსნა.

„შესანიშნავი ოფისი გაიხსნა ახალციხეში, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი შეხვედრა გვაქვს. მიხარია, რომ ხალხია მონდომებული იმისთვის, რომ ჩვენი ფონდის ცხოვრებაში ჩაერთოს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ის მდგომარება, რაც არის საქართველოში, შევცვალოთ“, – განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა.

ფონდის გახსნის შემდეგ, პაატრა ბურჭულაძემ და ფონდის სხვა წევრებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.

მოგვიანებით, ფონდის დამფუძნებლები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, მესხურ დარბაზში შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდნენ და ფონდის მიზანი გააცნეს.

შეგახსენებთ, „საქართველოს განვითარების ფონდი“ ცნობილმა საოპერო მომღერალმა და ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა. ფონდის მიზანი "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაა".

ორგანიზაციის სახელწოდებააა "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი". მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თავად პაატა ბურჭულაძეა, აღმასრულებელი დირექტორი - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ივანე მაჭავარიანი. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მისი მიზანია წარუდგინოს ფართო საზოგადოებას წინადადებები შემდეგი მიმართულებით: სახელმწიფო მმართველობა და დემოკრატია, კონსტიტუციური საკითხები, ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა, სამოქალაქო შერიგება.

ფონდის რეგიონული ოფისი ახალციხეში, რუსთაველის N69–ში გაიხსნა. ფონდში გაწევრიანება დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]

პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]

პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პაატა ბურჭულაძის ფონდი ხვალ ახალციხეში ოფისს გახსნის
პაატა ბურჭულაძის ფონდს ახალციხეში ედუარდ კიკნაძე უხელმძღვანელებს
'ბურჭულაძის ფონდის' მილოცვა ქალებს [Photo]
რეგიონის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად ბოლო დეტალები ზუსტდება
პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა®

პაატა ბურჭულაძემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი 12 წევრი დაასახელა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლოგო შეცვალა