FM97.5 / LIVE

MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“

მთავარისიახლე, განათლება 28.02.2017
დონორი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ მდგომარეობას სწავლობს და მშენებელ კომპანიასთან ურთიერთობის საკითხს განიხილავს.

MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დამკვეთის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ კვლავ გარუკვეველი ვადით გადაიწია.

„ნუ მკითხავთ, როდის შეიძლება ჩაგვბარდეს პროექტი, არ ვიცით“, – აცხადებენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

პირველ საჯარო სკოლაში კი მშენებლები გვიხსნიან, რომ ამ ეტაპზე გარდა იატაკისა, ყველა სამუშაო დასრულებულია.

„იატაკი დარჩა მთელ სკოლაში დასაგები და ზოგგან სიცივისგან დაზიანებული კედლებია შესაკეთებელი“, – ამბობს მშენებელ კომპანია „ინტერ პლიუსში“ დასაქმებული რეზო გოგოლაძე.

რაც შეეხება „ინტერ პლიუსის“ ხელმძღვანელ პირებს, „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილზე არცერთი მათგანი არ დახვდა. „ინტერ პლიუსის“ ფინანსურმა დირექტორმა ლექსო მათეშვილი კი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი კოპალეიშვილი აცხადებს, რომ პირველი სკოლის მშენებელმა ფონს პრობლემები შეუქმნა.

„სპეციალური კომისია სწავლობს პირველ სკოლაში არსებულ მდგომარეობას, ამ კომისიაში შედის დონორი, ამერიკული მხარე. ისინი მოგვცემენ ჩვენ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მშენებელ კომპანიასთან“, – ამბობს კოპალეიშვილი.

მისი თქმით, „ინტერ პლიუსის“ მშენებლობიდან დათხოვის საკითხი და აქ დარჩენილ სამუშაოებზე ხელახლა ტენდერის გამოცხადება, მარტივად და წინასწარი განსჯის გარეშე შეუძლებელია: „ეს მყისიერად ვერ მოხდება. მათ ჩვენ არა ერთხელ გადავუვადეთ ჩაბარების თარიღი კონსტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, შემდეგ დავაკისრეთ ჯარიმა, რომელსაც ამ დრომდე იხდის, თუმცა ახლა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს დამოკიდებული იქნება ამ კომისიის რეკომენდაციაზე“.

როდის შეიძლება გახდეს ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება „ათასწლეულის ფონდში“ ამ კითხვაზე ჯერ ვერ გვპასუხობენ: „30 სკოლაში დავიწყეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველ ეტაპზე და 10 კომპანია მუშაობდა. გარდა იმ სკოლებისა, რომლებსაც „ინტერ პლიუსი“ არემონტებდა დასრულდა“.

„ინტერ პლიუსი“ გარდა ახალციხის პირველი საჯარო სკოლისა სამცხე–ჯავახეთში კიდევ ორი სოფლის, კარტიკამისა და განძის სკოლებს არემონტებს. სამშენებლო პროცესი აქაც ისევე გაჭიანურდა, როგორც პირველ სკოლაში.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ადგილობრივ, ქართულ კომპანიებს, რადგან ისინი ადგილობრივებს ასაქმებენ. გარდა ამისა, ჩვენთან მუშაობის შემდეგ ეცნობიან იმ მაღალ სტანდარტებს, რომელი სტანდარტებითაც ჩვენ ვმუშაობთ და ამას შემდეგ ამკვიდრებენ. თუმცა, სამწუხაროდ, „ინტერ პლიუსი“ პრობლემური კომპანია აღმოჩნდა“, – აცხადებს კოპალეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა