FM97.5 / LIVE

‘ყველა ყველასთვის’ - სოციალური თანასწორობის დღე ახალციხეში [Video, Photo]

მთავარისაზოგადოება 20.02.2013
20 თებერვალს, სოციალური თანასწორობის დღეს, ახალციხეში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სცადეს ეჩვენებინათ, რამდენად არაადაპტირებულია ქალაქი მათთვის.

‘ყველა ყველასთვის’ - სოციალური თანასწორობის დღე ახალციხეში [Video, Photo]

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ქუჩაში გამვლელებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეტლებში ჩაჯდომა და იმ პანდუსებზე ასვლა შესთავაზეს, რომელიც იდეაში, პარკში მათი გადაადგილებისთვისაა დამონტაჟებული.

- ’ქალაქში არსად არაა პანდუსი. ეტლით გადაადგილება დახმარების გარეშე შეუძლებელია. ერთადერთი ცენტრალურ სკვერშია და ისიც სტანდარტებს არ შეესაბამება’, - გვეუბნება დავით გაბოძე, რომლისთვისაც რამდენიმე წლის წინ მომხდარი ავტოავარიის შემდეგ გადაადგილების ერთადერთი საშუალება ეტლია.



ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციების ’დემოკრატ მესხთა კავშირისა’ და ’ყველა ყველასათვის’ ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ’დემოკრატ მესხთა კავშირთან’ არსებული ახალგაზრდული ცენტრი.

- ’გვინდოდა ეს დღე აქციით აღგვენიშნა, რითაც ვიტყოდით, რომ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სათანად გარემო არ არის. დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია, ამაში ყველა დარწმუნდა’, - გვითხრა აქციის ორგანიზატორმა ნათია გელაშვილმა.

აქციას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილიც ესწრებოდა. ხითარიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული პანდუსები ნამდვილად არ შეესაბამება სტანდარტებს და განაცხადა, რომ მომავალში შშმ პირების უფლებებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

- ’შევიმუშავებთ პროექტს, გავაკეთებთ ხარჯთაღრიცხვას და გამოვასწორებთ ამ დეფექტს. სადაც არ არის პანდუსები, იქაც გავითვალისწინებთ, რათა ეს ადამიანები თავისუფლად შევიდნენ შენობებში, აფთიაქებში, მაღაზიებში და სხვადასხვა დაწესებულებებში’, - განაცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

მოქალაქეებს ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, რომელშიც მოცემული იყო ამონარიდი საქართველოს კანონიდან ’შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ”.

- ’დაშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს’, - ამონარიდი კანონიდან. (მუხლი 8).

აქციაზე შეგროვდა ხელმოწერებიც, გარემოს ადაპტირებისთვის, რომელიც გადაეგზავნება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.

- ’გვინდა, რომ მივმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას დამონტაჟდეს პანდუსები, რომლებიც ექვემდებარება სტანდარტებს’, - განაცხადა ნათია გელაშვილმა.

შეგახსენებთ, შშმ პირებისთვის არადაპტირებულ გარემოზე არაერთხელ წერდა ’სამხრეთის კარიბჭეც’. ჩვენი ერთ-ერთი სტატიის შემდეგ, რომელშიც გიამბობდით, რომ ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი გვერდითა შესასვლელიდან და ამავე დროს, ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე გაუკეთეს, რაც დისკრიმინაციული იყო შშმ პირებისთვის, შენობას ეს პანდუსი მოანგრიეს და დღემდე აღარ მიუშენებიათ.



[ნინო ბერიძე, ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს
შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ
უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
შეზღუდული ქალაქი

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ