FM97.5 / LIVE

შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ

მთავარისაზოგადოება 14.06.2014
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და არასამთავრობოები, ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ და დაინტერესდნენ, რამდენად არის შშმ პირთა ინტერსები გათვალისწინებული კანდიდატების პროგრამებში.

შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ

შეხვედრა, რომელიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების „ყველა ყველასათვის“ , „დემოკრატ მესხთა კავშირის“ და ადგილობრივი ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ორგანიზებით მოეწყო.

ახალციხის მერობის 4 კანდიდატიდან შეხვედრას მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ დაესწრო.

კანდიდატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა ყველასთვის“ ხელმძღვანელის გელა ბარძიმაძის კითხვებს უპასუხეს.

შშმ პირებმა ქალაქში შეუსაბამო გარემოზე ისაუბრეს და დაინტერესდნენ მერობის კანდიდატებს თუ ქონდათ წინასაარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებული მოსახერხებელი პანდუსების გაკეთება ქუჩებში და შენობებში, ასევე მათი გამარჯვების შემთხვევაში თუ იზრუნებენ შშმ პირების გადამზადებასა და დასაქმებაზე.

კანდიდატებისგან შშმ პირებმა დაპირება მიიღეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ და დასაქმების საკითზეც იფიქრებენ.

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, თბილისიდან და საჩხერიდანაც ესწრებოდნენ.

„ისევე, როგოც მთლიანად საქართველოში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა საჩხერეშიც. შეიძლება ითქვას, რომ გარემო ნაწილობრივ ადაპტირებულია. არის შენობები, რომელსაც აქვს პანდუსები და შეღწევადია, მაგრამ შიდა სივრცეა მიუწვდომელი. ერთადერთი, სადაც შესვლას შევძლებთ, საჩხერის საავადმყოფოა“, – ამბობს „საჩხერის შშმ პირთა რეგისტრირებული კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გოგატიშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ პირების დასაქმებაზეც უნდა ზრუნავდეს: „გვითხრეს, რომ ჩვენც მიგვეღო კონკურსში მონაწილობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც დაზარალებული გამოვდივართ, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვერ გამოვდივართ გარეთ და შესაბამისად გადამზადებაც გვჭირდება. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე უნდა იზრუნონ“.

შეხვედრა შშმ პირთა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით შედგა. დისკუსიის დაწყებამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ქალაქის ცენტრალური პარკიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობამდე ტრანსფარანტებით მსვლელობა მოაწყეს.

შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
ახალციხის მერობის კანდიდატებმა ამომრჩევლების კითხვებს უპასუხეს
შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყეს
ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული  გარემოს შექმნაზე იმსჯელეს
ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობა
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს