FM97.5 / LIVE

შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ

მთავარისაზოგადოება 03.12.2013
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ამბობენ, რომ ახალციხის ქუჩებში დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ. არქიტექტურის სამსახურში კი გვარწმუნებენ, რომ შშმ პირებისთვის ქალაქი ადაპტირებულია

შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ
ახალციხეში მცხოვრები გელა ბ.-სთვის 31 წელია გადაადგილების ერთადერთი საშუალება ეტლია. 11 თვის ასაკში გადატანილმა მენინგიტმა კიდურების პრობლემები დაუტოვა. საშუალო განათლება პეტერბურგში მიიღო, სადაც სკოლაში დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე დადიოდა. 16 წლის იყო საქართველოში რომ დაბრუნდა. ჩამოსვლის შემდეგ სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამბობს, რომ მთავარი მიზეზი გადაადგილების პრობლემები იყო.

- ”მეგობრების დახმარების გარეშე დღემდე მიჭირს გადაადგილება, ქალაქი მოუხერხებელია. ქალაქის ცენტრში არსებულ პარკში გაკეთებული პინდუსიც კი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, აქაც მეგობრის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, გადაადგილება შეუძლებელია”, - ამბობს და ამატებს, რომ პრობლემა მხოლოდ ქალაქის ქუჩები არ არის. პანდუსები ყველგან თუ არა, ისეთ დაწესებულებებთან მაინც უნდა იყოს, სადაც ყოველდღიურად უწევს შესვლა, თუნდაც მაგალითად სასურსათო მაღაზიები, ბანკები და ასე შემდეგ.

ქალაქის არქიტექტორი დავით ჩაჩანიძე ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ მშენებლობებში, თუ ტროტუარის სიმაღლე აღემატება 15 სანტიმეტრს, პანდუსები აუცილებლად კეთდება. კერძო მშენებლობების შემთხვევაში კი მშენებელს სიტყვიერად აფრთხილებენ და შშმ პირების ინტერესების გთვალისწინებას სთხოვენ.

მისივე მტკიცებით, პანდუსი ადმინისტრაციულ შენობასაც აქვს: „გამგეობას დასავლეთის მხრიდან აქვს პანდუსი. იმ დაწესებულებებს, ვინც არ ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებს, შემდგომ ვსაყვედურობთ“.

შენობას, სადაც სამი საჯარო სამსახური, სამხარეო ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, პანდუსი მართლაც ჰქონდა. თუმცა, შენობის გვერდით დაწყებული მშენებლობის გამო გასული წლის ივნისში მოანგრიეს.

ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პირველ რიგში ხელშემწყობი გარემო სჭირდებათ.

„თუ პირი ძლიერია, ახერხებს საზოგადოებაში დამკვიდრებას, მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ისინი გამოსავლის ძიების ნაცვლად ჩაკეტილობას ირჩევენ, ემართებათ დეპრესია, ხდებიან ნერვოზულები და გულჩათხრობილები“, - ამბობს იგი.

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იქნა დაწესებული.

გაეროს მონაცემებით მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი შშმ პირია( მსოფლიო მოსახლეობის 10% ). საქართველოში არაოფიციალური სტატისტიკით, 150 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე ცხოვრობს. რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი პრობლემა ექმნებათ. გამომწვევ მიზეზებს შორის კი ერთ-ერთი სწორედ არაადაპტირებული გარემოა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
შეზღუდული ქალაქი

‘ყველა ყველასთვის’ - სოციალური თანასწორობის დღე ახალციხეში [Video, Photo]
უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს
შეზღუდული საარჩევნო გარემო  - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში
ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი