FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს

მთავარისაზოგადოება 14.06.2012
რატომ მოშალეს ის ერთადერთი პანდუსი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას ჰქონდა მიშენებული

ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს

შენობას, რომელშიც სამი საჯარო სამსახური, სამხარეო ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, ორი კვირის წინ ის ერთადერთი პანდუსი მოანგრიეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გვერდითა, დასავლეთის მხრიდან ჰქონდა მიშენებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ პანდუსი ადმინისტრაციული შენობის გვერდით დაწყებული სამშენებლო სამუშაოების გამო მოინგრა: “შენობის გვერდზე კერძო პირი სამშენებლო სამუშაებს აწარმოებს. პანდუსის გამო მუშებს სხვადასხვა სამშენებლო მასალის მიტანა უჭირდათ, ამიტომ მოინგრა”.

ეს იყო პანდუსი, რომელით სარგებლობაც მკვეთრი დახრილობის გამო ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” 26 მარტის თვეშიც წერდა.

მაშინ გაზეთი იკვლევდა რამდენად იყო ადაპტირებული ქალაქის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ცხადია, დაკვირვების ობიექტი იყო ადმინისტრაციის შენობაც, სადაც სამი, ქალაქის მთავარი საჯარო სამსახური ფუნქციონირებს. შედეგად აღმოჩნდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის პანდუსი შენობას უკანა მხარეს, სტანდარტების დარღვევით ჰქონდა მიშენებული. ადგილობრიოვ ხელისუფლებაში კი გვარწმუნებდნენ, რომ შენობა ადაპტირებული იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ნადირაძემ ამ ფაქტს დისკრიმინაციული უწოდა: “გამოდის, რომ ინვალიდობის მქონე პირებმა უკანა შესასვლელით უნდა იარონ, რომლითაც სხვა არავინ სარგებლობს, ეს დამამცირებელია”.

იმის გასარკვევად, ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისას იყო თუ არა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესები; რა სტანდარტების დაცვით გაკეთდა პანდუსი, რომელიც არის შენობის უკანა შესასვლელთან და რატომ უკანა შესასვლელთან, ”სამხრეთის კარიბჭემ” 20 მარტს გამგეობას ოფიციალური წერილით მიმართა. გარდა ამისა, ვითხოვდით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც უნდა დაეცვა მშენებელს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისას. კითხვებზე პასუხი, რომელიც 27 მარტით თარიღდება, აპრილის დასაწყისში მივიღეთ.

- ”ქალაქ ახალციხეში ახალი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პერიოდში გათვალისწინებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის (ეტლით გადაადგილებისთვის) შესაბამისი პანდუსის მოწყობა, რომელიც გაკეთდა შენობის დასავლეთის მხრიდან, მოქალაქეების შესასვლელში”, - ეს არის პასუხი, ჩვენს მიერ მოთხოვილ ინფორმაციაზე. მასში არაფერია ნახსენები ნორმატიული აქტის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პანდუსი ისევ ძველ ადგილას უნდა აღდგეს. დააკმაყოფილებს თუ არა იგი სტანდარტებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეზღუდული ქალაქი

შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ
კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს
‘ყველა ყველასთვის’ - სოციალური თანასწორობის დღე ახალციხეში [Video, Photo]
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშომდე მისასვლელი პანდუსი მოეწყო
შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყეს
უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს