FM97.5 / LIVE

ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერებმა აქცია დაასრულეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.02.2017
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც დღეს დილიდან, ადიგენში, გამგეობის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, დაიშალნენ.

ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერებმა აქცია დაასრულეს

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციების გაგრძელებას აღარ აპირებენ.

შეგახენებთ, 20 თებერვალს, ზაქარია ენდელაძემ პირველი მოადგილე, მინდია ჯელია, თანამდებობიდან მოხსნა. ამ ამბავს, დღეს, დილიდან, ადიგენში, მინდია ჯელიას მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეები ზაქარია ენდელაძისგან, რომელიც ამავე დროს პარტიის თავმჯდომარეა ადიგენში, ითხოვედნნ პასუხს კითხვაზე, რატომ გაათავისუფლა პირველი მოადგილე; ასევე, აქტივისტები პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევასა და ახალი ხელმძღვანელების არჩევას მოითხოვდნენ.

ზაქარია ენდელაძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია, ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ მინდია ჯელიას მოხსნა, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, საკრებულოს თავმჯდომარის არშემდგარ იმპიჩმენტთან ამ ამბავს არანაირი კავშირი არ აქვს და ამ თემაზე, ახსნა–განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, არც რიგგარეშე ყრილობის მოწვევას გეგმავს.

ადიგენში იმყოფებოდა "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ტაბატაძეც. მან "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადა, რომ ადიგენში სხვა საქმეზე იყო და ამ ვითარებას შემთხვევით შეესწრო: "ეს ამბავი ჩემთვის მოულოდნელი იყო. პარტიაშიც არ იციან და აუცილებლად ვაცნობებ", – განაცხადა ტაბატაძემ და დაამატა, რომ ამ მდგომარეობაში უფრო პიროვნულ ინტერესებს ხედავს. თუმცა, რას გუსლისხმობდა, ამის დაკონკრეტება აღარ ისურვა.

მინდია ჯელია, გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე, რომლის მოხსნასაც ეს აქცია მოჰყვა, ამბობს, რომ მისი აზრით, პარტიის თავმჯდომარე, ზაქარია ენდელაძე, პარტიის რიგგარეშე ყრილობას მაინც მოიწვევს.

ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერებმა აქცია დაასრულეს

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგებელი: მოადგილის მოხსნაზე  ახსნა–განმარტებებს არ ვაპირებ
ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერები აქციას მართავენ [Photos]
‘ოცნების’ აქტივისტების პროტესტი გამგებლის მოადგილის მოხსნის გამო [Video]
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს
ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს
ადიგენში მერობისთვის გამგებლის ყოფილი მოადგილე იბრძოლებს
ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია