FM97.5 / LIVE

ადიგენში მერობისთვის გამგებლის ყოფილი მოადგილე იბრძოლებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.08.2017
ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილე მინდია ჯელია, თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

ადიგენში მერობისთვის გამგებლის ყოფილი მოადგილე იბრძოლებს

საარჩევნო კანონმდებლობით, გათვალისწინებულ ვადებში, ადიგენის საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფებმა უკვე დაარეგისტრირეს განცხადებები, დამოუკიდებელი მერობის ან მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ. საოლქო კომისიაში ასეთი სულ 7 განცახდება შევიდა, აქედან ერთი ადიგენის მერობის, ხოლო ექვსი სხვადასხვა თემებში მაჟორიტარობის კანდიდატებისაა.

ადიგენის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველი, გამგებლის ყოფილი მოადგილე მინდია ჯელიაა, რომელიც ადიგენის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ თანამდებობიდან, მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა.

მინდია ჯელია ადიგენის მერობის კანდიდატად ორ დღეში დარეგისტრირდება. მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს, უკვე შეგროვებული აქვთ 200–მდე მხარდამჭერის ხელმოწერა, რაც ადიგენის მოსახლეობის ერთი პროცენტია და სავსებით საკმარისია.

ჯელია ფიქრობს, რომ ადიგენში ბევრი პრობლემაა, მათ შორის ყველაზე მწვავედ სოციალური პრობლემები დგას და მერად არჩევის შემთხვევაში, ამ კუთხით იმუშავებს.

„არავითარი ზედმეტი დაპირებები, ყველაფერი იქნება რეალური, პრობლემები ბევრი აქვს ადიგენის მოსახლეობას და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობა. ადიგენის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს კარგი ცხოვრება და კარგი მომავალი–ეს იქნება ჩემი მთავარი დევიზი“, – აცხადებს მინდია ჯელია.

იგი დარწმუნებულია, რომ სხვა კანდიდატების ძლიერი კონკურენტი იქნება და ხმათა უმრავლესობასაც მოიპოვებს: „ვფიქრობ, რომ ხმათა უმრავლესობას მოვიპოვებ“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ადიგენში მერობის სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი რომელიმე საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია, ანუ, ამ არჩევნებზე, ადიგენში, მინდია ჯელია ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერობის 3 და მაჟორიტარობის 14 დამოუკიდებელი კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში
ვინ არიან მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ადიგენში
ადიგენში ექვსი საინიციატივო ჯგუფი დარეგსიტრირდა
ადიგენის მერობა ექვს კანდიდატს სურს
ახალციხესა და ბორჯომს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატები არ ეყოლებათ
ადიგენში დამოუკიდებელ კანდიდატებს ერთი გამოეთიშა
ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას