FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.02.2017
შეეწირა თუ არა ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეს. გამგებელმა პირველი მოადგილე გაათავისუფლა.

ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის უკვე ყოფილი მოადგილის მინდია ჯელიას განცხადებით, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი გუშინ, 20 თებერვალს მოეწერა.

„ჯერ არ არაფერი ჩამბარებია, მაგრამ ვიცი რომ გუშინ თანამდებობიდან გამათავისუფლეს“, – აცხადება ჯელია.

მას ჯერ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ამის შესახებ არ უსაუბრია: „თბილისში ვიყავი, საავადმყოფოში, ოჯახური პრობლემების გამო. გუშინ დავბრუნდი, გამგებელს ჯერ არ შევხვდრივარ“.

ჯელია აცხადებს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია: „ეს თავად გამგებელს ჰკითხეთ, საკმაო ლოგიკა აქვს და აგიხსნით“.

გამგებელთან კითხვა ვცადეთ, თუმცა ზაქარია ენდელაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უპასიხა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მამუკა კალანდაძემ კი შეკითხვაზე, თუ რა გახდა ჯელიას გადაყენების მიზეზი, გვიპასუხა: „ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“.

ჯელიას გათავისუფლების შესახებ, არც გამგებლის მეორე მოადგილე არსენ ბალახაშვილი საუბრობს. მას არც უკვე ყოფილი კოლეგის მუშაობის შეფასება სურს: „მისი გადაყენების შესახებ ახლა თქვენგან გავიგე. ვერაფერს გეტყვით“.

გამგებლისა და მისი დარჩენილი მოადგილისგან განსხვავებით ჯელიას გადაყენების მიზეზებზე ადიგენის თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები ალაპარაკდნენ, თუმცა მათ ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს. როგორც ისინი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, ჯელია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეს შეეწირა. მათი განმარტებით, ლობჯანიძის ხელახალი იმპიჩმენტი ორი ბათილი ბიულეტენის გამო ვერ შედგა: „ამ ორ ადამიანზე გავლენა ჯელიას უნდა მოეხდინა და მან ეს საკითხი ლობჯანიძის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ანუ მას ლობჯანიძის დაბრუნება სურდა, ენდელაძეს კი მისი იმპიჩმენტი“.

თავად ჯელია შეკითხვაზე, არის თუ არა მისი გათავისუფლების მიზეზი ლობჯანიძის საქმე, გვპასუხობს: „ამას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია მეკავა. იმ დღეს როცა ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხი წყდებოდა ჩემს კაბიენტში ვიყავი და გარეთ არ გავსულვარ“.

თუნდაც მის ნეიტრალურ დამოკიდებულებას რამდენად შეიძლებოდა, რომ გაეღიზიანებინა გამგებელი, რომელსაც ლობჯანიძის იმპიჩმენტი სურდა, ამაზე საუბრისგან უკვე ყოფილი მოადგილე თავს იკავებს.

მინდია ჯელიან გამგებლის პირველი მოადგილე 2014 წლის 15 ივნისიდანაა. მანამდე იგი „ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბს ხელმძღვანელობდა და როგორც თავად აცხადებს, პარტიული სიით საკრებულოშიც შევიდა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს
ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერები აქციას მართავენ [Photos]
ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია
გაასაჩივრებენ თუ არა გამგებლის მოადგილის საქმეს, ადიგენის გამგეობაში არ იციან
ადიგენის გამგებელს ყოფილმა მოადგილემ სააპელაციოც მოუგო
ადიგენის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გამგებელს სასამართლო მოუგო
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება