FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.02.2017
ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გამგებლის პირველი მოადგილის პოზიციაზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი განიხილება.

ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ.

„ვეჭვობ, გამგებლის მოადგილედ მღებრიშვილს დანიშნავენ. ზაქარიასნაირი [ადიგენის გამგებელი] კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ალბათ „ნაციონალების“ კიდევ ბევრი აქტივსიტი ეყოლება მას დასასაქმებელი და დაასაქმოს. ის ვიღაცის სურვილებს ასრულებს“, – აცხადებს გამგებლის უკვე ყოფილი მოადგილე მინდია ჯელია, რომელიც გამგებელმა ორი დღის წინ, 20 თებერვალს მოხსნა.

ვისი სურვილების შესრულება უხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ამაზე ჯელია არ საუბრობს: „ამ ყველაფერს დრო გამოაჩენს“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად კი დეპუტატი იმედა მღებრიშვილი გამგებლის მოადგილედ მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: „აბსურდია, საკრებულოს დეპუტატად ვრჩები და აქ ვიმუშავებ ბოლომდე“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

„ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ მისი პირველი მოადგილის მინდია ჯელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას ხელი 20 თებერვალს მოაწერა. გამგეობაში ჯელიას გადაყენების მიზეზს არ განმრატავენ. თვითმმართველობის წევრბი კი მის მოხსნას ლევან ლობჯანიძის საქმეს უკავშირებენ. მათი თქმით ჯელიას ლობჯანიძის ხელახალი იმპიჩმენტი არ სურდა და გამგებელი ამან გააღიზიანა. თავად ჯელია ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

დღეს დილიდან, ადიგენში, მინდია ჯელიას მომხრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ადიგენის ცენტრში, გამგეობის შენობასთან, ამ დროისათვის 100–მდე ადამიანია შეკრებილი. „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაბაში ადიგენის სოფლებიდან ჩამოვიდნენ. ისინი ადიგენის გამგებლის მოადგილის, მინდია ჯელიას თანამდებობიდან გათავისუფლბას აპროტსტებენ და რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს
ადიგენში ‘ოცნების’ მხარდამჭერები აქციას მართავენ [Photos]
ადიგენის გამგებელი: მოადგილის მოხსნაზე  ახსნა–განმარტებებს არ ვაპირებ
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება
ადიგენის გამგებელს ყოფილმა მოადგილემ სააპელაციოც მოუგო
ადიგენის გამგებლის ყოფილ მოადგილეს სამსახურში ვერ აღადგენენ
გაასაჩივრებენ თუ არა გამგებლის მოადგილის საქმეს, ადიგენის გამგეობაში არ იციან