FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია

მთავარისიახლე, სამართალი 16.05.2017
რამდენი ლარი შეიძლება იზარალოს ადიგენის ბიუჯეტმა, თუ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმეზე, ზემდგომ ინსტანციებშიც ძალაში დარჩება.

ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მინდია ჯელია სამსახურში უნდა აღადგინონ და იძულებით განაცდური აუნაზღაურონ.

ჯელიას ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება, ხელზე ასაღები, 1 340 ლარი იყო. ამიტომ თუ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა და ჯელიას სამსახურში აღადგენენ, ბიუჯეტიდან მას სამი თვის ხელფასს 4020 ლარს აუნაზღაურებენ.

მაგრამ თუ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და პროცესს ვერ მოიგებს, რაც დროში გაიწელება, ადგილობრივი ბიუჯეტი კიდევ ათასობით ლარს იზარალებს.

აპირებს თუ არა გამგეობა ჯელიას საქმის გასაჩივრებას, უცნობია. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ეთერ ლობჯანიძე, მესამე დღეა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„გამგებელთან შევათანხმებ და პასუხს გაგაგებინებთ“, – გვითხრა მან სამი დღის წინ.

სატელეფონო ზარებს არც გამგებელი ზაქარია ენდელაძე და არც ადიგენის მუნიციპალიტეტის იურისტი მადონა გულიაშვილი პასუხობენ.
„მგონია რომ გაასაჩივრებენ. უფრო სწორედ, ზაქარიას რასაც უკარნახებენ, იმას გააკეთებს. არამგონია ეგ ადიგენის ბიუჯეტზე ზრუნავდეს. ეგრე რომ ყოფილიყო, არც ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საქმეში ჩაერეოდა“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მინდია ჯელია.

შეკითხვაზე, ვინ არის ის, ვის მითითებებსაც ზაქარია ენდელაძე ასე ემორჩილება, გვპასუხობს: „ამ ეტაპზე ამის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი მოადგილე მინდია ჯელია სამსახურიდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. გამგებლის გადაწყვეტილება ჯელიამ სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში დაბრუნება და იზულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჯელიას სარჩელი 11 მაისს სრულად დააკმაყოფილა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობამ გამგებლის  მოადგილის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ადიგენის გამგებლის ყოფილ მოადგილეს სამსახურში ვერ აღადგენენ
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება
გაასაჩივრებენ თუ არა გამგებლის მოადგილის საქმეს, ადიგენის გამგეობაში არ იციან
ადიგენის გამგებელს ყოფილმა მოადგილემ სააპელაციოც მოუგო
ადიგენის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გამგებელს სასამართლო მოუგო
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს