FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიუჯეტიდან ტაძრისთვის გამოყოფილი 100 000 – NGO-ების შეფასება

მთავარისაზოგადოება 03.02.2017
უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ტაძრების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან; როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალციხის მერიის გადაწყვეტილებას;

ახალციხის ბიუჯეტიდან ტაძრისთვის გამოყოფილი 100 000 – NGO-ების შეფასება
ახალციხის მერიის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძრის დასრულებითვის 100 000 ლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანზაციის წარმომადგენლებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლება რელიგიური კონფესიების დაფინანსების ნაცვლად, თანხას სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ხარჯავდეს.

„რა უფრო პრიორიტეტულია დღეს ახალციხეში, კიდევ ერთი ტაძრის დასრულება, თუ იმ უამრავი პრობლემის გადაჭრა, რაც ქალაქს აწუხებს. ახალციხე ერთ დიდ ორმოდ არის ქცეული, გადაადგილება ძნელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე.

იგი აქცენტს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე აკეთებს: „მესმის, რომ სულიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს უამრავი ადამიანი შედის მუნიციპალიტეტში თხოვნით, რომ ოპერაცია დაუფინანსდეთ, აქ მათ სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. ამიტომ ძალიან მაინტერესებს, რას იფიქრებენ იმ ადამიანებზე, ვისაც თუნდაც 1 500 ლარიან დახმარებაზე აური უთხრეს?! სულირების თვალსაზრისითვე მათი გადარჩენა უფრო კარგ საქმედ არ ითვლება, ვიდრე ტაძრის აშენება?!“

მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილიც: „თანხა უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რაც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია, ახლა როცა ქვეყანას მართლა უჭირს, ლარის კურსი ასეთ მდგომარეობაშია და უფრო მეტი სოციალურად დაუცველი გყვავს, რთულია თანხა სხვა რამისთვის გამოყო. ყველა ქვეყანაში ტაძრები შემოწირულობებით შენდება“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი აქცენტს ახალციხის მერიის მხირდან სხვა კონფესიაებთან მიმართებაში თანასწორობაზე აკეთებს.

„აქ საკითხავია, რამდენად შეუძლიათ სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც თვითმმართველობიდან თანხის მიღება, რათა არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი უფლებები ირღვევა. მუსლიმმა, ან კთოლიკემ რომ მიმართოს, დაუფინანსებს მათაც სალოცავის მშენებლობას?! თვითმმართველობამ უნდა დაასაბუთოს, რატომ გამოყო ამხელა თანხა ეკლესიისთვის, რომელიც თითქმის აშენებულია“, – ამბობს ბებიაშვილი.

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" TDI და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ EMC ორი წელია ცენტრალური ბიუჯეტიდან, მთავრობის და პრეზიდენტის ფონდიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ეკლესიების დაფინანსების საკითხს იკვლევენ.

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" წარმომადგენლის ეკა ჭითანავას განმარტებით კვლევა 2013–დან 2015 წლამდე პერიოდს მოიცავს. მისივე თქმით TDI უშუალოდ მუნიციპალიტეტების მხრიდან გამოყოფილ დაფინანსებას სწავლობდა.
მისივე თქმით, 2014 –2015 წლებში მუნიციპალიტეტებიდან გამოყოფილი თანხა საპატრიარქოსთვის, ან მათ მიერ დაფუძნებული ააიპ–ებისთვის, ასევე კონკრეტულად ეკლესიებისთვის და ეპარქიებისთვის 5 მილიონ ლარს შეადგენს. თანხები ირიცხება ასევე კონკრეტული სასულიერო პირების ანგარიშებზეც.

როგორც ეკა ჭითანავა განმარტავს, დაფინანსებასთან ერთად მნიშვნელოვანია თანხის მიზნობრიობა და ანგარიშგება. რადგან ხშირად თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება და ამას არავინ არ აკონტროლებს.

„თანხის დაახლოებით 40% უცნობია რაში იხარჯება. სასულიერო პირები ითხოვენ თანხას განცხადების საფუძველზე, სადაც კონკრეტულად არ არის მითითებული მიზნობირობა. თანხის უმეტესი ნაწილი ხმარდება ტაძრების მშენებლობას და რეაბილიტაციას, ყველაზე მცირე ნაწილი ქველმოქმედებას. ხშირია თანხების დახარჯვა არარელიგიური დანიშნულებით, ფუფუნების ნივთების შესაძენად: ეპარქია ყიდულობს ძვირადღირებულ ავეჯს, ტელევიზორებს, მოოქროვილი ჭურჭელი და ა.შ.“– ამბობს ეკა ჭითანავა.

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით 48 მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც თანხა გამოყო, მხოლოდ 9 თვითმმართველობამ განაცხადა, რომ აწარმოებენ გაცემული თანხის მონიტორინგს და გამოთხოვილი აქვთ ხარჯთაღრიცხვა.

ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ირწმუნება, რომ ვიდრე ტაძარში სამუშაოები არ დასრულდება „თანხას მერია არავის გადაურიცხავს“. თუმცა რამდენად აწარმოებს თვითმმართველობა ეპარქიისთვის გამოყოფილი თანხის დეტალურ მონიტორინგს უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მშენებარე შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრისთვის ქალაქის მერიიდან 100 000 ლარი გამოიყო. ეს გადაწყვეტილება ახალციხის საკრებულომ პირველ თებერვალს ხმუარის ფონზე მიიღო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

100 000 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“
20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო
თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის 2 წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
NDI: 43% ეთანხმება ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფას
რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები
COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა