FM97.5 / LIVE

20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 02.05.2017
‘მეამაყება, რომ უმშვენიერეს შენობას დაამშვენებს ჩვენგან გაწეული გარკვეული თანხა’, – ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, ახალციხის მერიის ბიუჯეტიდან, ქალაქში მშენებარე ტაძრის დასასრულებლად თანხა მაინც გამოყო. თუმცა, ტაძარს მოთხოვნილი 100.000–ის ნაცვლად 80.000 ლარი ერგო.

20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო

რამდენიმე დღეა ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის ეზოში ხალხმრავლობა და სამუშაოებით გამოწვეული ხმაურია. ირკვევა, რომ ტაძრის მშენებლობა, რომელიც დიდი ხანია შეჩერებული იყო, განახლდა.

სამუშაოების დასასრულებლად, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80.000 ლარი გამოყეს. ეს მაშინ, როდესაც, 31 იანვარს, საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე, ამ საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. შეგახსენებთ, მაშინ დეპუტატებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის თხოვნა გააცნეს. მეუფე თეოდორე მერიას 9 აპრილის ქუჩაზე, შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძრის დასრულებისთვის დახმარებას სთხოვდა. სხდომაზე დეპუტატები 100.000 ლარის გამოყოფაზე მსჯელობდნენ. გადაწყვეტილებას ტაძრისთვის თანხის გამოყოფაზე 15–დან 11–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს ოპოზიცია ფიქრობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ფულით „რაიმე რელიგიური არ უნდა დაფინანსდეს“. ან/და, თუ დაფინანსდება, მაშინ, დისკრიმინაციული მიდგომა არ უნდა იყოს და ბიუჯეტის თანხა ყველა კონფესიას თანაბრად უნდა ხმარდებოდეს.

„შეგვიმცირდა გარკვეული თანხები და მოგვიწია აქაც მომჭირნეობით გადაგვეხადა ეს თანხა“, – ამბობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

აღნიშნული თანხით ტუფის ქვის შესყიდვა იგეგმება, რომელიც ტაძრის მოპირკეთებისთვისაა საჭირო.

„ნაწილი ამ თანხისა უკვე გადახდილია. მეამაყება, რომ ერთ–ერთ უმშვენიერეს შენობას დაამშვენებს ჩვენგან გაწეული გარკვეული თანხა. ჩვენი წვლილი შეგვაქვს, რომ დროულად დასრულდეს“, – აცხადებს ქალაქის მერი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. მშენებელი ერთ–ერთი კერძო პირი იყო, რომელიც გარდაიცვალა. მეუფე თეოდორეს თქმით, მას შემდეგ, რაც ტაძრის დამფინანსებელი და მშენებელი გარდაიცვალა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სახსრები, რომლებიც ეპაქრიაში შედის, ტაძრის ბოლომდე მისაყვანად დაიხარჯოს, თუმცა თანხა საკმარისი მაინც არ არის. სწორედ ამიტომ მიმართა მან ახალციხის მერიას 100 000 ლარის მოთხოვნით. მეუფემ ტაძრის მშენებლობისათვის თვითმმართველობიდან თანხა უკვე მესამედ ითხოვა. ეპარქიამ 100 000 ლარი პირველად 2015 წელს, მეორედ კი იგივე ოდენობის თანხა 2016 წელს მიიღო. მეოფე ამბობს, რომ მშენებლობის დასასრულებად დაახლოებით 700 000 ლარია საჭირო.

20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“
100 000 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]
შალვა ახალციხელის ტაძარს ახალციხის ბიუჯეტიდან 100.000 ლარი მოხმარდება
ახალციხეში სახელობით დღესასწაულს აღნიშნავენ
'ახალციხელობის' აღნიშვნა წირვით დაიწყო