FM97.5 / LIVE

100 000 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 31.01.2017
ახალციხეში მშენებარე შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრისთვის ქალაქის მერიიდან 100 000 ლარი გამოიყოფა. ეს გადაწყვეტილება ახალციხის საკრებულომ ხმუარის ფონზე მიიღო.

100 000 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
დღეს, 31 იანვარს ქალაქ ახალციხის საკრებულოში რიგით მეორე სხდომაზე დეპუტატებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის თხოვნა გააცნეს. მეუფე თეოდორე მერიას 9 აპრილის ქუჩაზე, შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძრის დასრულებისთვის დახმარებას სთხოვს.

თვითმმართველობამ ტაძრის მშენებლობისთვის თანხა 100 000 ლარი განსაზღვრა და მისი ბიუჯეტიდან გამოყოფის საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა.

„100 000 ძალიან ბევრია, ეკლესიას აქვს იმის საშუალება, რომ ტაძრის მშენებლობა თავად დაასრულონ. ყველაზე დიდი დაფინანსება მათ აქვთ. ცუდი არ იქნეობდა ჩვენს მრევლს სცოდნოდა იმ მილიონებიდან, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს, რამდენია გამოყოფილი ჩვენი ეპარქიისთვის“, – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურიმა.

მისივე თქმით, თუ საკრებულო აღნიშნული ეკლესიისთვის თანხას გამოყოფს, მაშინ იგივე ოდენობის თანხა სომხური ეკლესიის კეთილმოწყობისთვისაც უნდა გამოიყოს: „მიზერულია თანხა ჯანდაცვისთვისაც. 210 000 ლარია გათვალისწინებული იმ ავადმყოფი ადამიანებისთვის ვისაც მერია აფინანსებს, დავცინით ხალხს, ვიდრე ყველა საჭირო საბუთს შეაგროვებს, ზოგი იღუპება. სწორედ ამის დაფინანსება უნდა გავზარდოთ“.

ჯიმშერ გოგოლაური საკრებულოს სხდომაზე სასულიერო პირების დასწრებასაც ითხოვდა: „მოსულიყო ვინმე მათი წარმომადგენელი და ეთქვათ ამ ფულს კონკრეტულად რაში დახარჯავენ“.

საკრებულოს სხდომას არცერთი სასულიერო პირი არ დასწრებია, თუმცა მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლიანა ხმალაძემ დეპუტატებს ის დოკუმენტი გააცნო, სადაც ხარჯთაღრიხცაა გაწერილი.

ეკლესიის მშენებლობის დაფინანსების საკითხი გააპროტესტა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურა სადათერაშვილმაც: „პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ხალხის მიერ აკრეფილი თანხით რაიმე რელიგიური დაფინანსდეს. 200–მა კაცმა რომ 500–500 ლარი დადოს 100 000 გამოვა, თუ ვიღაცას უნდა ამ ეკლესიის აშენება და დაფინანსება მე პრობლემას ვერ ვხედავ, პირადად გადაიხადოს. არ ვუჭერ მხარს, რადგან გადასახადი იკრიბება მუსლიმიდანაც და ათეისტიდანაც“.

საბოლოოდ, 15 დეპუტატიდან ეკლესიის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფას მხარი არ დაუჭირა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: ჯიმშერ გოგოლაურმა, მალხაზ გიქოშვილმა, ზურაბ სადათიერაშვილმა და ირმა ხნკოაინმა. მმართველი გუნდის უმრავლესობის გადაწყვეტილებით კი 100 0000 ლარის გამოყოფა დადებითად გადაწყდა.

„იმ ეკლესიას ვინც აშენებდა გადრაიცვალა, არავისთვის არ უთქვამს იმ ადამიანს, რომ შენ გააკეთეო. ის აკეთებდა ქალაქისთვის. დღეს აღარ არის, თორემ არც არავინ მოითხოვდა დაფინანსებას. სამომავლოდ სომხური ეკლესია, თუ მოითხოვს მასაც დავეხმარებით. მე პირადად გამოყოფილ თანხას 500 ლარსაც დავამატებ“, – ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი საკრებულოში მამუკა მიქელაძე.

ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე დარწმუნებულია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ტაძრის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილიც მხარს დაუჭერს: „ბრწყინვალე შენობაა და უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ არა ვინმეს, არამედ კონკრეტულად იმ შენობას, რომ გადავარჩინოთ. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, დამერწმუნება ნებისმიერი ახალციხელი!“

მისივე თქმით, რომ არა უბედური შემთხვევა, მათ ეკლესიის დასრულებისთვის თანხის გამოყოფა არ დასჭირდებოდათ: „ტაძარი კერძო პირმა წამოიწყო, ის გარდაიცვალა. დღეს რომ ეს შენობა დამთავრდეს ამისათვის ვზრუნავთ სომხებიც და ქართველებიც. იმ ოჯახსაც ფინანსური კრიზისი აქვს და ეს შენობა „არაშენდა“ რომ არ გახდეს, ავიღეთ ჩვენს თავზე“, – განმარტავს ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს, რომ ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება თანხას მერია არავის არ გადაურიცხავს.

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, 100 000 ლარი ეკლესიის კედლების ბოლნისის ტუფის ქვით მოპირკეთებას და სახურავის მოწყობას მოხმარდება.

შეგახსენებთ, ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. მშენებარე ტაძრისთვის ახალციხის მერიამ თანხა 100 000 ლარი 2015 წელსაც გამოყო.



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო
მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება
ახალციხის ბიუჯეტიდან ტაძრისთვის გამოყოფილი 100 000 – NGO-ების შეფასება
შალვა ახალციხელის ტაძარს ახალციხის ბიუჯეტიდან 100.000 ლარი მოხმარდება
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა [Photo]
რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები