FM97.5 / LIVE

თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის 2 წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.10.2018
სამცხე–ჯავახეთში თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის ორ წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. თანხის ნაწილი ეკლესიებში კომუნალური ხარჯების დასაფარად გაიწერა.

თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის 2 წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

2017–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ეკლესიებისთვის 1 098 166 ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუციპალიტეტის მერიამ ორ წელიწადში ბიუჯეტიდან ტაძრებისთვის 229 998 ლარი გამოყო. აქედან 2017 წელს 80 000 ლარი რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის ფასადის ნაწილის მოსაპირკეთებლად. ამავე ფასადის დასასრულებლად და ასევე, ტაძრის სახურავის გასაკეთებლად მიმდინარე წელს 100 000 ლარი გაიწერა. წელს ახალციხის მერიამ ბიუჯეტიდან 49 998 ლარი დახარჯა აგარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოსაწყობადაც.

ისევე როგორც ახალციხის მერიამ, ადიგენმაც ტაო–კლარჯეთის ეპარქიას თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოუყო. ორ წელიწადში ადიგენში ეკლესიებისთვის 258 000 ლარი დაიხარჯა. აქედან გასულ წელს 98 000 ლარი სოფელ მოხეში ანდრია პირველწოდებულის ტაძრისა და შოშხოთის მამათა მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გამოიყო. 2018 წელს კი 160 000 ლარი გაიწერა: ქვაბიჯვრის იოანე ნათლისმცემლის სახელობისა და ჭელას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრების ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის, ჭულეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის იატაკის გასაკეთებლად, ვარხნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამრეკლოს ასაშენებლად, ჭიხეს სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის საძირკველის გასაჭრელად.

ასპინძის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017–2018 წლებში ტაძრებისთვის 100 000 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს 50 000 ლარი დაბა ასპინძის ხვილიშის წინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობას, დაბის სკოლის მიმდებარედ ეკლესიის ეზოს რეაბილიტაციას და სოფელ აწყვიტაში, ქუნცის ეკლესიის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა. მიმდინარე წელს კი, ასევე, 50 000 ლარი დაბაში ისევ ხვილიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაღობად და ისევ ქუნცის ეკლესიაში ეზოს კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა.

ბორჯომმა ორ წელიწადში ეკლესია–მონასტრებისთვის 289 140 ლარი გაწერა. 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 130 000, ხოლო მიმდინარე წელს 159 140 ლარი დახარჯა. მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ეს თანხა „ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერისთვის“ გაიწერა. შეკითხვაზე, კონკრეტულად რა მიზნით დაიხარჯა 300 000–მდე ლარი, ბორჯომის მერიაში გვიპასუხეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე ეკლესია მონასტრების კომუნალური ხარჯისთვის.

რაც შეეხება ახალციხესა და ნინოწმინდას აქ ბიუჯეტიდან გაწერილი თანხის დიდი ნაწილი ეკლესია–მონასტრების კომუნალური ხარჯების დასაფარადაა გაწერილი.

ნინოწმინდამ ორ წელიწადში 57 457 ლარი მუნიციპალიტეტში არსებული ტაძრების ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადებისთვის, ასევე, შეშის შესაძენად გაწერა. შარშან ამისთვის 35 288 ლარი, წელს კი 22 169 ლარი გამოიყო. კონკრეტულად რომელ ეკლესია–მონასტრებს უფარავს თვითმმართველობა კომუნალურ ხარჯებს, მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული არაა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორ წელიწადში 165 023 ლარი დაიხარჯა. აქედან 2017–2018 წლებში 15 052 ლარი კომუნალურებისთვის, მიმდინარე წელს კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ასევე, სოფელ ოკამის სამლოცველო სახლის რეაბილიტაციისათვის 147 971 ლარი გამოიყო.

მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ მათ თანხა ეპარქიებისთვის გათვალისწინებული ყოველ წელს აქვთ.

„ბუნებრივია, უფლება აქვთ თანხა ასე გაწერონ, მაგრამ არ აქვთ ამის ვალდებულება. თუ ეკლესია–მონასტრებისთვის ბიუჯეტებიდან თანხა რეგულარუალდ გამოიყოფა, ეს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს არ მიესადაგება. უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“, – ამბობს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყოფა.



[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსდებიან თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობები
ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
ადიგენში რვა კულტურული ღონისძიებისთვის 20 000–მდე ლარი დაიხარჯა
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა
ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა