FM97.5 / LIVE

რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.08.2020
სამცხე-ჯავახეთის ხუთი მუნიციპალიტეტიდან წელიწადნახევარში რელიგიური ორგანიზაციებისთვის 745 800 ლარი დაიხარჯა. თანხის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო. უმცირესობებიდან კი, ჯავახეთში მხოლოდ სომხურმა ეკლესიამ ისარგებლა. თანხების ნაწილით მონასტრების კომუნალურ ხარჯები გადაიხადეს.

რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

რა თანხა ხმარდება სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან რელიგიურ გაერთიანებებს, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭემ“ თვითმმართველობებს წერილობით მიმართა. რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთმა, რედაქციას საჯარო ინფორმაცია გამოუგზავნა. რაც შეეხება მეექვსეს, ადიგენის მუნიციპალიტეტს, „სამხრეთის კარიბჭე“ მათგან პასუხს ელოდება. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების გამო, მათ პირველად გაგზავნილი წერილი ვერ მიიღეს.

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს ახალციხის ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას, 197 980 ლარი გამოუყო. მერიიდან გამოგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ ეს თანხა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდა, თუმცა კონკრეტულად რა გაკეთდა ამ თანხით, მოთხოვნის მიუხედავად, დოკუმენტში მითითებული არ არის.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის ჩათვლით, არცერთ რელიგიურ ორგანიზაციაზე მერიას თანხა არ გაუცია.

ბორჯომი

ბორჯომის მერია ყოველწლიურ სუბსიადიას მხოლოდ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ურიცხავს.

2019 წელს თვითმმართველობამ მართლმადიდებულ ეკლესიას 218 000 ლარი გამოუყო.

2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში კი, ამავე ეპარქიამ 123 750 ლარი უკვე მიიღო.

რა მიზნობრიობა ჰქონდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიისათვის გამოყოფილ თანხას, ამის შესახებ მერიამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თანხა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე სომხურ სამოციქულო ეკლესიისთვის გამოყო. კონკრეტულად როგორ გადანაწილდა რელიგიური ორგანიზაციებისთვის თანხები, უცნობია. დოკუმენტში მხოლოდ აღნიშნულია, რომ ფინანსები ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გაიწერა.

2019 წელს გამოეყო - 31 000 ლარი

2020 წლის ივლისის ჩათვლით კი, - 34 000 ლარი.

ასპინძა

ასპინძა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც გამოთხოვილი ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭეს“ სრულყოფილად მიაწოდა. თანხის ოდენობის, მიზნობრიობის, განცხადებებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების ასლებზე დაყრდნობით.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის სექტემბერში, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, თეოდორე ჭუაძემ მუნიციპალიტეტს დაბა ასპინძაში ტაძრის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებისთვის ანაზღაურების მიზნით განცხადებით მიმართა. მერიამ მას განცხადება დაუკმაყოფილა და სამუშაოებისთვის 11 871 ლარი ჩაურიცხა.

ამავე წელს, მერიაში მიტროპოლიტ თეოდორესგან კიდევ ერთი განცხადება შევიდა. ამჯერად, მან დაბა ასპინძაში საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის მიწის სამუშაოებისა და ტაძრის საძირკვლის მოწყობის სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული - 47 831 ლარი ითხოვა. თვითმმართველობამ თანხა ეპარქიის ანგარიშზე ჩარიცხა.

ამავე ტაძრისთვის ეპარქიამ თვითმმართველობიდან მიმდინარე წელს 60 000 ლარის ჩარიცხვა მოითხოვა: „გთხოვთ, ასპინძის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, რელიგიის მუხლიდან ჩაგვირიცხოთ 60 000 ლარი დაბა ასპინძაში მშენებარე საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებისთვის“, - წერია ეპარქიის მიტროპოლიტის, თეოდორე ჭუაძის განცხადებაში.

ამ ეტაპზე უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა მუნიციპალიტეტმა მიტროპოლიტის თხოვნა 60 000 ლართან დაკავშირებით.

2019 წლის 7 დეკემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ „ახალქალაქისა და კუმურდოს ეკლესიის მუზეუმისთვის“ 5 000 ლარი ჩარიცხა. დოკუმენტში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტსა და მუზეუმს მემორანდუმი აქვთ გაფორმებული და ეს არის „მუზეუმის მშენებლობის თანადაფინანსების ხარჯი“.

ამავე მუზეუმს 2020 წელს ასპინძის მერიამ 3 500 ლარი ჩაურიცხა.

მთლიანობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, მერიამ კონკრეტულად და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყო:

2019 წელს - 64 702 ლარი

2020 წლის 6 თვეში - 3 500 ლარი (გაურკვეველია 60 000 ლარის ბედი);

ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი უკვე წლებია ეკლესიას კომუნალურ ხარჯებს უნაზღაურებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2019-2020 წელია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოთხი მონასტრისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წალკის ვიკარიატისათვის ელექტროენერგიის, გაზისა და საწვავი შეშის ხარჯებს მთლიანად მერია ფარავს.

მთლიანობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ეკლესიების კომუნალური ხარჯებისთვის 2019 წელს - 45 777 ლარი, 2020 წელს კი - 27 091 ლარი გამოყო.

სამცხე–ჯავახეთში თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის 2017-2018 წლებში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხისა, ყოველწლიურად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყოფა.

[თაკო ფეიქრიშვლი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ჩვენ ვაძლევთ და საჭიროების მიხედვით განკარგავენ' – ბორჯომის მერიამ ეპარქიას 4 წელში 759 640 ლარი გადაურიცხა
თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ეპარქიებისთვის 2 წელიწადში მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
ფინანსდებიან თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობები
‘ახალციხისა და ბორჯომის მერიებმა ეპარქიებს ყველაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს’ - აი ფაქტი
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა
2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა