FM97.5 / LIVE

COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
რაში დაიხარჯება 25 000 ლარი, რომელიც ახალციხის ბიუჯეტიდან კორონავირუსის პრევენციისთვის გამოიყო, ჯერ გაწერილი არ არის. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სხვა თანხების მოძიებაც, რადგან პანდემიის პერიოდში დაზარალებულთა სრულფასოვანი დახმარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი შეგროვდეს.

COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა
ფოტო: ახალციხის საკრებულო

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ე.წ საგანგებო ბიუჯეტი 30 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. რომლის მიხედვითაც, ახალციხის მერიის მიერ მარტსა და აპრილში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განსაზღრული თანხა, 25 000 ლარი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციას მოხმარდება.

„საგანგებო ბიუჯეტის“ დამტკიცებიდან ერთი თვის შემდეგ, ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ ეს თანხა ჯერ გახარჯული არ არის: „ჯერ არ გაწერილა თანხები, ვინაიდან მინელდა კორონავირუსი საქართველოში. დამატებით კიდევ გვინდა თანხის მოძიება, იმისთვის, რომ ვისაც რამეს შევუძენთ, იყოს მრავალფეროვანი, პროდუქტით დახმარება იქნება თუ სხვა რამ“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

მისივე თქმით, საგანგებო ბიუჯეტის შექმნამდე თვითმმართველობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებით დახმარა, შესაბამისად, სავარაუდოდ ეს თანხაც სასურსათო პაკეტის შეძენას მოხმარდება.

„მანამდე რაც გვქონდა მობილიზებული თანხები, დაახლოებით 4 000 ბენეფიციარზე იქნა გაწერილი, შევუძინეთ პროდუქტი და ეს თანხებიც ამ საქმეს მოხმარდება“.

ნოზაძის განმარტებით, ბიუჯეტიდან მხოლოდ 25 000 ლარი გამოიყო, ამას გარდა კი იყო შემოწირულობებიც, დაახლოებთ 24 500 ლარი: „მარტო ხელფასი არ არის ეს, ბიზნესმა, კერძო ადამიანებმა ჩარიცხეს“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე
ახალციხის საკრებულომ 25 000 ლარით 'საგანგებო ბიუჯეტი' დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტი’ დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა
ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება
შალვა ახალციხელის ტაძარს ახალციხის ბიუჯეტიდან 100.000 ლარი მოხმარდება
რას მოხმარდება ტენდერის შედეგად დაზოგილი თანხა ახალციხის სოფლებში