FM97.5 / LIVE

მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.02.2017
რა თანხა ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტაო–კლარჯეთის ეპარქიას და რატომ ვერ ხმარდება ეს სახსრები მშენებარე ტაძარს; ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 000 ლარი და მეუფე თეოდორეს განმარტება.

მიტროპოლიტი თეოდორე: „100 000 ლარი ტაძრის მშენებლობის დასრულებას არ ეყოფა“

ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარის მშენებლობისათვის, მეუფე თეოდორემ 100 000 ლარი ადგილობრივი თვითმმართველობიდან ითხოვა. 31იანვრის საკრებულოს სხოდმაზე საკითხს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ნაწილმა კი ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. უმცირესობა მიიჩნევს რომ „ეკლესიას აქვს საშუალება, ტაძრის მშენებლობა თავად დაასრულოს“.

მეუფე თეოდორეს თქმით, მას შემდეგ, რაც ტაძრის დამფინანსებელი და მშენებელი გარდაიცვალა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სახსრები, რომლებიც ეპაქრიაში შედის, ტაძრის ბოლომდე მისაყვანად დაიხარჯოს, თუმცა თანხა საკმარისი მაინც არ არის. სწორედ ამიტომ მიმართა მან ახალციხის მერიას 100 000 ლარის მოთხოვნით. სასულიერო პირი აქვე აღნიშნავს, რომ ამ ტაძრის მშენებლობისათვის თვითმმართველობიდან თანხა უკვე მესამედ ითხოვა. საკრებულომ კი მოთხოვნა სამივეჯერ დაუკმაყოფილა.

ეპარქიამ 100 000 ლარი პირველად 2015 წელს, მეორედ იგივე თანხა 2016 წელს მიიღო.

„წელსაც ვითხოვეთ ჩვენ ასევე 100 000 ლარი, იმისთვის, რომ დამთავრდეს პირველი რიგის სამუშაოები, ეს ნიშნავს, მოპირკეთებისა და გადახურვის სამუშაოებს“, – განმარტავს მეუფე თეოდორე.

მისივე თქმით, საკრებულოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა ყოველ ჯერზე წარედგინება.

„ძირითადი ხარჯი 100 000 ლარიდან ბოლნისის ტუფის შესყიდვაში მიდის, რომლითაც ამ ტაძრის მოპირკეთება მოხდება. 74 000 არის მუშების ანაზღაურება. დანარჩენი 20 000 ლარი სამშენებლო მასალებს ხმარდება“, – ამბობს მეუფე თეოდორე.

რაც შეეხება 25 მილიონ ლარს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს 2017 წლის სახელმწიმფო ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების სახით გამოეყო, ამბობს, რომ ეს თანხა ტაძრების რეაბილიტაციისათვის განსაზღვრული არ არის და ის მხოლოდ განათლებასა და სოციალურ პროექტებზე იხარჯება: „არცერთ ეპარქიაზე გამოყოფილი არ არის თანხა, არცერთი მღვდელი და არცერთი სასულიერო პირი ამ თანხიდან ანაზღაურებას არ იღებს და თვითონ საპატრიარქოშიც არცერთი თეთრი არ რჩება, რჩება მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული დაფინანსება სასწავლებლების და სოციალური სახლების“.

მისი განცხადებით, საპატრარქოსთვის გამოყოფილი 25 მილიონიდან, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიისათვის 430 000 ლარია განსაზღვრული: „ჩვენს ეპარქიაში მოქმედებს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარია, რომელიც არის საფარის მონასტერში. ასევე საღვთისმეტყველო და გამოყენებითი ხელოვნების ფაკლულტეტებია ახალციხეში. ამასთან ერთად, მოქმედებს 9 სკოლა. 105 თანამშრომელია დაკავებული ჩვენს სასწავლებლებში და 700–მდე მოწაფე სწავლობს. ამიტომ ეს თანხა მთლიანად მოსწავლეებისთვის გამოიყენება“.

კითხვაზე, იღებს თუ არა ეპარქია სხვა სახის დაფინანსებას სახელწიფოსგან, მიტროპოლიტი ამბობს, რომ დაფინანსება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიიღეს და ეს ტაძრის მშენებლობის დასაფინანსებელი ფული იყო.

მეუფე თეოდორე აქვე ამატებს, რომ თვითმმართველობიდან ეკლესიის მშენებლობისათვის თანხის გადარიცხვა კონსტიტუციური პრინციპებს არ ეწინააღმდეგება: „საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის არის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება, სადაც წერია, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, გარკვეული ანაზღაურება გადაიხადოს იმ ზარალზე, რომელიც განიცადა საქართველოს ეკლესიამ და ეს ზარალი ძალიან დიდია.“

რაც შეეხება ტაძრის დასრულებას, მიტროპილიტის ინფორმაციით, 2009 წელს, როცა ამ ტაძრის მშენებლობა დაიწყო, მისი ღირებულება 2 მილიონ ლარით განისაზღვრა.

ამ დროისათვის, მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 700 000 ლარამდე იქნება საჭირო იმისთვის რომ მშენებლობა დასრულდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

20.000 ლარად ‘ნაყიდი’ სიჩუმე – მერიამ მშენებარე ტაძარს თანხა მაინც გამოუყო
100 000 ლარი ტაძრის მშენებლობისთვის – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება
მეუფე თეოდორე: იშხანში გაწმენდითი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს
საბარგო სადგურის დასახლებაში ტაძრის საძირკველი აკურთხეს
საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს
ახალქალაქში ყოველთა წმიდათა ტაძრის საძირკველი აკურთხეს