FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 28.12.2016
დღეს, 28 დეკემბერს დილით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, ერთ–ერთი ადგილობრივის სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა
სახლი, სადაც აფეთქება მოხდა. ფოტო: რადიო "ნორი"

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შეტყობინება 09:27 საათზე შევიდა.

"სამი ოჯახის წევრი დაშავდა 4 წლის ბავშვი, 28 წლის ქალი და ოჯახის ხანდაზმული წევრი. საშუალო სიმძიმის დამწვრობით ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოში გადავიყვანეთ", – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოდან დაშავებულები, ამ დროისთვის თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაყავთ.

"სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბიულურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – ამბობს კორპორაცია "ევექსის" რეგიონული კოორდინატორი ელდარ ალიევი.

შსს–ში განმარტავენ, რომ მომხდარზე ძიება სსკ-ის 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

[თინათინ ზაზაძე, ნინოწინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ბუნებრივი აირით 2 მცირეწლოვანი მოიწამლა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა