FM97.5 / LIVE

ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.12.2015
დღეს, 14 დეკემბერს, ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ექვსი მანქანა კი დაიმტვრა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა
ფოტო: "სამხრეთის კარიბჭეს" არქივიდან

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის გასასვლელში, ასპინძისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 16:45 საათისთვის მოხდა.

როგორც შსს პრესსამსახურში განმარტავენ, „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ „პიკაპს“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანა მოსრიალდა და იქვე მაღაზიასთან მდგარი ოთხი მანქანა დააზიანა.

შემთხვევის შედეგად „ჟიგულში“ მსხდომი ორი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული მგზავრები სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

„სტაბილური მდგომარეობა აქვთ. ერთერთი პაციენტისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებაა საჭირო“, - ამბობს კლინიკა „იმედის“ ექიმი კობა გრიგალაშვილი.

ორივე მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ".

[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა
ახალციხიდან თბილისისკენ მიმავალ ‘მარშუტკას’ ავარია შეემთხვა
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა