FM97.5 / LIVE

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]

მთავარისამართალი » შემთხვევა 03.12.2015
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. დაშავებულია ერთი მგზავრი.

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]

ავტოსაგზაო შეთმთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 19:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს ჯერ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „მერსედესისა“ და „ნივის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, შემდეგ კი „ნივა“ მიკროავტობუსს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად „ნივაში“ მჯდომი ერთ–ერთი მოქალაქე დაშავდა, მას სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი. დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც ცნობილია, "ნივაში" ერთი ადამიანი იჯდა, "მერსედესში" კი ორი. დაშავებული მხოლოდ "ნივის" მძღოლია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ამ დროისთვის, რუსთაველის ქუჩაზე, "ავერსის" აფთიაქთან, სადაც ავარია მოხდა, მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო სამსახური.

„სამხრეთის კარიბჭე“ დეტალებს არკვევს, თვალი ადევნეთ ვებს.

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხიდან თბილისისკენ მიმავალ ‘მარშუტკას’ ავარია შეემთხვა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა
ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა