FM97.5 / LIVE

მუსხსა და ხეოთში გრეიდერს ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 13.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მუსხის და ხეოთის მოსახლეობა სოფლებამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვს
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცუდი გზის გამო ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.

მუსხსა და ხეოთში გრეიდერს ითხოვენ
სოფელ მუსხამდე მისავლელ ორკილომეტრიან გზაზე გადაადგილება მას შემდეგ გართულდა, რაც გზის გასწორების მიზნით, წინასაარჩევნოდ მთის სილა დაყარეს.

- ’ხიდის აქეთ საშინელი გზაა, ვითომ გაასწორეს სილა დაყარეს, ყინვაში კარგი იყო, ახლა გალღვა და ისეთი ტალახია, მანქანები ვეღარ მოძრაობენ. ვითხოვთ დაგვეხმარონ, მოგვიხრეშონ ან გახვეტონ. ჩვენს გარდა, ამ გზით ზველისა და ჭობარეთის მოსახლეობაც სარგებლობს’, - ამბობს სოფელ მუსხში მცხოვრები ნანა გოგოლაური.

მუსხსა და ხეოთში გრეიდერს ითხოვენ მუსხში დახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს. როგორც სოფელში ამბობენ, პრობლემები ბევრი აქვთ, მაგრამ ყველაზე პრობლემატური საკითხი გზა და საბავშო ბაღის არარსებობაა.

-’გზა და საბავშვო ბაღი ყველაზე დიდი პრობლემაა სოფელში. ხელმოწერებიც კი შევაგროვეთ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა’,-ამბობს ხათუნა ინასარიძე.

უგზოობაა მთავრი პრობლემა სოფელ ხეოთში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცუდი გზის გამო სამარშუტო ავტობუსებიც იშვიათად დადიან.

- ’ჩვენთან ტრანსპორტს სიარული ზამთარშიც უჭირს და ზაფხულშიც. ავტობუსიც კი არ დადის ყოველდღიურად. ხშირად გვიწევს ქალაქში წასვლა და უტრანსპორტობის გამო სულ პრობლემები გვექმნება’,-გვითხრა ხეოთში მცხოვრებმა პედაგოგმა მაია გორელიშვილმა.

სოფელში ავტობუსი კვირაში მხოლოდ ოთხი დღე დადის (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) და ისიც დღეში ერთხელ. დილის 8 საათზე გამოსული ავტობუსი სოფელში 4 საათისთვის ბრუნდება. ხეოთელებს ხშირად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

- ’აბიტურიენტი ვარ და ახალციხეში ინგლისურის მასწავლებელთან დავდივარ. ისეთ დღეებში მაქვს მეცადინეობა, როცა ავტობუსი არ დადის’,-გვითხრა მარიამ ნებაძემ.

ამ სოფლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბადრი ზაზაძემ პრობლემის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრადიციულ თათბირზე ისაუბრა და გზების გასაწმენდად გრეიდერის გამოყოფა ითხოვა.

- ’ჩემი პირველი პრიორიტეტი არის გზების პრობლემა მოვუგვარო სოფლებს. ამიტომ ვითხოვე თათბირზე, რომ გრეიდერის საშუალებით გაგვიწიმინდონ გზები’, - განგვიმარტა ზაზაძემ. მუსხსა და ხეოთში გრეიდერს ითხოვენ

სოფელ ხეოთიდან ურავლამდე ოთხი კილომეტრია, ხოლო ურავლიდან მუსხამდე ორი კილომეტრი. რწმუნებული ვერ აკონკრეტებს რა თანხა დასჭირდება გზების რეაბილიტაციას.

ბადრი ზაზაძე ამბობს, რომ გზების გაწმენდა უახლოეს დღეებში დაიწყება.

- ’ტექნიკა სხვა სოფლებში მუშაობდა და ამ დროისთვის გაფუჭებულია. შეკეთების შემდეგ ხეოთის და მუსხის გზების გაწმენდას დაიწყებს’, -გვითხრა მან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წირელები გზის შეკეთებას ითხოვენ
”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”
აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ
მუსხის მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ
ადიგენი–მოხის მიმართულებით მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს

რა დაავალა თამარ გოგოლაძემ  სოფლის რწმუნებულებს