FM97.5 / LIVE

აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზები დაზიანებულია, წვიმის პერიოდში გადაადგილება ტრანსპორტსაც უჭირს.

აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ

„ბავშვები ვერ გამოგვიშვია გარეთ ისეთ დღეშია გზები. როცა წვიმა მოდის გადაადგილება შეუძლებელი ხდება, რამდნჯერ ვუთხარით მერიას, მაგრამ ყურად არავის უღია, რა აზრი აქვს ჩვენს ლაპარაკს?!“, - გვეუბნება ადგილობრივი ლევან დიასამნიძე.

აწყვიტაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში სოფლამდე მისასვლელი გზები ორი მიმართულებით მოასფალტდა თუმცა, შიდა ქუჩები ისევ მოუწესრიგებელია.

გარდა ამისა, ადგილობრივების პრობლემაა სანიაღვრე არხებიც, რომელიც წვიმის დროს წყალს ვერ იტევს და ისედაც დაზიანებულ გზებზე გადადის.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აწყვიტის შიდა გზის რეაბილიტაციისთვის პროექტი უკვე შედგენილია და გზა სოფლის ცენტრამდე მივა, ამასთან მოეწყობა სანიაღვრე არხებიც.

„დაპროექტებულია ორ კილომეტრამდე შიდა გზის გაკეთება. ახლა პროექტის საბოლოო ვერსიას ველოდებით მერიაში, რომ თანხებიც ვიცოდეთ რა დაგვიჯდება და სამუშაოები დაიწყოს“, - გვიხსნის ასპინძის მერის მოადგილე დავით პაპაშვილი.

აწყვიტაში, მიმდინარე წელს, სოფელ ტოლოშის მხრიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც ადგილობრივებისთვის წლების განმავლობაში პრობლემა იყო.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის სოფლებში შიდა გზები ეწყობა
‘მარტო არჩევნებზე ვახსენდებით’ – ნაქურდევში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს
ნაქალაქევში სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტდა
ვარხანში გზის და წყლის პრობლემაა, 'სოფლის პროგრამით' კი სკვერს აკეთებენ [Video]
ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?