FM97.5 / LIVE

მოკლევადიანი, მაგრამ აუცილებელი

მთავარიეკონომიკა 17.05.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბევრმა სოფელმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მიღებული თანხები სოფლის გზების შესაკეთებლად გაითვალისწინა. მართალია, ამ თანხით გზები რამდენიმე თვით მოწესრიგდება, მაგრამ სოფლებისთვის ესეც აუცილებელია

სოფლის გზების კეთილმოწყობისთვის ჯამში 120 500 ლარია გამოყოფილი. ზოგმა სოფელმა ამ პროგრამით მიღებული თანხა მთლიანად გზების მოწესრიგებას დაუთმო. ამასთან, მათ კარგად იციან, რომ რამდენიმე თვის შემდეგ გზები ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება. ბევრი სოფელი ფულს გზების კეთილმოწყობისთვის ყოველწლიურად ხარჯავს და მხოლოდ რამდენიმეთვიან შედეგს იღებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ტახჩა მთა აბულის ძირში მდებარეობს. სოფლისკენ მიმავალი გზა ზამთარში იკეტება, მანქანით მგზავრობა აქ ზაფხულობითაც ჭირს.

- “კრებაზე გადაწყდა, რომ სოფლისკენ მომავალ გზაზე ქვიშა დაიყაროს. მართალია, წვიმა გადარეცხავს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, - ამბობს ტახჩას რწმუნებული არსენ ეპრიკიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, სოფლის მცხოვრებლები იძულებულნი არიან, გზები მოხრეშონ, რადგან მოასფალტებისთვის საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ: “მართალია, ეს სამუშაოები წყალსადენების მშენებლობასავით გრძელვადიანი არ არის, მაგრამ გზები ისეთი გაუვალი მაინც აღარ იქნება. ეს თანხა ასფალტისთვის რომ დაიხარჯოს, მხოლოდ ერთნახევარი კილომეტრის მოასფალტებას ეყოფა და გზის რომელი მონაკვეთი უნდა ავირჩიოთ?!”

რემონტს საჭიროებს შემდეგი სოფლებისკენ მიმავალი გზები: ოლავერი, ხანდო, ტახჩა, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, ხავეტი, ბავრა. ცუდ მდგომარეობაშია სოფლების: ვაჩიანის, კარწახის, ბავრას, ჩამდურას და დილისკას შიდა გზები.

სოფელ ბავრას მცხოვრებლებს უფრო მეტად სოფლის შიდა გზების მოუწესრიგებლობა აწუხებთ, თუმცა, სარემონტოა სოფლამდე მისასვლელი გზაც. გაზიფიკაციის შემდეგ სოფელში ბევრი ორმო გაჩნდა, რომლებიც წვიმის დროს წყლით ივსება და მდგომარეობას უფრო აუარესებს.

- “ძირითადად, ორმოები გაზსადენისთვისაა. გვინდა, მილები ჩავალაგოთ და ქვიშით დავფაროთ, რათა გადაადგილება შეიძლებოდეს. ქვიშით გვინდა დავფაროთ ხიდიდან სასაფლაომდე გზა, სულ კილომეტრნახევარი. გვესმის, რომ უაზრობაა, მაგრამ სხვა გზა არ არის. მხოლოდ ასფალტის დასხმა გვიშველიდა, მაგრამ ამის საშუალება არ გაგვაჩნია”, - ამბობს სოფელ ბავრას რწმუნებული არარატ შირინიანი.

სოფლები დიდი და პატარა სამსარი მუნიციპალიტეტის ყველაზე შორეული სოფლებია. ისინი მთებში, გვერდიგვერდ მდებარეობს. აქ გზა მთიანი და ქვიანია. მსუბუქი მანქანები ზაფხულშიც კი ვერ დადის, ზამთრობით კი გზა ხან დღეობით, ხანაც კვირაობით იკეტება. ადგილობრივებმა წელს სოფელ იხტილამდე ახალი გზის დაგება გადაწყვიტეს. პატარა სამსარის მცხოვრები, სოფლის რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მუშეგ ავაკიანი იმედოვნებს, რომ ახალი გზა სოფლის მკვიდრებს ცხოვრებას გაუიოლებს: “გვინდა ახალი, ჩვენგან სოფელ იხტილამდე მიმავალი გზა დავაგოთ. იმედი გვაქვს, ეს ნორმალური და კარგი გზა იქნება. მანძილიც ორ კილომეტრამდე შემცირდება. ვიმედოვნებთ, ახალი გზა ზამთარშიც არ ჩაიკეტება”.

ვაან ბატოიანის თქმით, პატარა და დიდ სამსარს დასახული მიზნისთვის გამოყოფილი თანხა არ ეყოფა. გამგეობაში შეეცდებიან ახალი გზის მშენებლობისთვის საჭირო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში გამონახონ.

ცუდ მდგომარეობაშია სოფელ არაგვადან ბაკურიანისკენ მიმავალი ცენტრალური გზა. მუნიციპალიტეტის სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მიმართულებით მდებარეობს. ეს გზა სოფელ კოთელიაზეც გადის. სოფლის რწმუნებული ანზორ ყავრელიშვილი ჩივის, რომ ცენტრალური გზის რემონტის უფლებას არ აძლევენ და არც თვითონ არემონტებენ: “სოფელ კოთელიამდეც და საერთოდ, გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს გზა სახელმწიფო მნიშვნელობისაა, ამიტომ მისი რემონტის უფლებას არ გვაძლევენ და თავადაც არაფერს აკეთებენ. სოფელ არაგვამდე გზაზე ასფალტი იგება, ჩვენს სოფლამდე სულ რაღაც ხუთი კილომეტრი რჩება. კარგი იქნებოდა, ჩვენი გზაც რომ მოეწესრიგებინათ”.

ვაან ბატოიანის თქმით, სოფელ კოთელიამდე და ბარალეთამდე გზა გრეიდერით დამუშავდება: “სოფელ არაგვადან სოფელ ხანდომდე გრეიდერით უნდა დამუშავდეს, ეს ბაკურიანისკენ მიმავალი გზაა. ისინი წელიწადში ორჯერ ასწორებენ გზას, მაგრამ სარგებელი არაფერია. ახლა ეს გზა მანქანებისთვის გაუვალია. ამ სოფელში გზებს ორგანიზაცია “ჯავახეთის გზა” გაარემონტებს. სხვა გამოსავალი არ არის, ასფალტის დაგება ძალიან ძვირია”.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხს ელოდებიან
ნინოწმინდის სოფლებში გზა ხშირად იკეტება
აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ
თვითმმართველობა აცხადებს რომ  მუნიციპალიტეტში ამორტიზებული გზები აღარ იქნება
ადიგენში, სოფელ იმერთუბანში შიდა გზები მოიხრეშა ®

ერთი კვირაა სოფელ მაჯადიაში წყალი არ აქვთ