FM97.5 / LIVE

წირელები გზის შეკეთებას ითხოვენ

მთავარიეკონომიკა 30.01.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. დაზიანებული გზის გამო სოფელში ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელია

წირელები გზის შეკეთებას ითხოვენ
ერთი კვირაა სოფელ წირაში მცხოვრებ მოსწავლეებს წყრუთის სკოლაში ფეხით უწევთ სიარული. სოფლებს შორის მისასვლელ გზაზე თიხიანი მიწის გამო მანქანები ვეღარ დადიან. მოსახლეობა დაზიანებული მონაკვეთის აღგენას ითხოვს.

- ”დაახლოებით 2,50 კილომეტრი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თიხიანი ადგილია და აქ სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი”,-გვითხრა წყრუთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ხაჩო ჩახოიანმა.

რწმუნებულმა საკითხი ორშაბათის თათბირზე განიხილა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან დახმარების პირობა მიიღო.

გამგეობაში ამბობენ, რომ დაზიანებული გზის მონაკვეთის შეკეთებას მაშინ დაიწყებენ, როცა დათბება. მანამდე კი შედგება ხარჯთაღრიცხვა. გამგეობაში ვარაუდობენ, რომ ჩასატარებელი სამუშაოები დაახლოებით 50 000 ლარი დაჯდება.

- "წლებია ეს პრობლემა დგას. ერთჯერადად გაწმენდნენ გზას და შემდეგ ისევ იგივე პრობლემა რჩება. ეხლა კაპიტალურად გაკეთდება. გაიწმნიდება, მოიხრეშება და სანიაღვრე სისტემაც მოეწყობა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას. სამუშაოები მაშინ დაიწყება, როგორც კი ამინდი ხელს შეგვიწყობს”, - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ხითარიშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


მუსხსა და ხეოთში გრეიდერს ითხოვენ
სოფელ ანში გზის შეკეთებას ითხოვენ [Photo]
კლინიკა „იმედში“ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ
აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია
ორგორის დამწვარი სკოლა და ხუთი კილომეტრი მეზობელ სოფლამდე
ახალციხეში სოფელ წინუბნამდე მისასვლელ გზას მოაასფალტებენ