FM97.5 / LIVE

მუსხის მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ

მთავარისაზოგადოება 05.08.2013
რატომ აპროტესტებენ სოფელ მუსხის მცხოვრებლები საკრებულოს შენობის მეზობელ სოფელში მდებარეობას და რატომ არ აპირებენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

მუსხის მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ
სოფლები: მუსხი, ხეოთი, წყორძა და ურაველი, ურაველის თემის გაერთიანებაში შედის. საკრებულოს შენობა სოფელ ურაველში მდებარეობს. მუსხის მცხოვრებლები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სოფლის რწმუნებულის დახმარება ხშირად სჭირდებათ, ურაველში ფეხით ჩასვლა კი უჭირთ.

„სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, ამიტომ, საკრებულოს დახმარებაც ხშირად გვჭირდება, იქამდე ფეხით ჩასვლა კი გვიჭირს“,- ამბობს მერაბ ლომიძე.

მუსხში ამბობენ, რომ რადგან მოსახლეობის რაოდენობა მუსხში უფრო მეტია, ვიდრე ურაველში, საკრებულო მათ სოფელში უნდა იყოს.
„ჩვენ ურავლის მოსახლეობაზე მეტნი ვართ და რატომ უნდა იყოს საკრებულო იქ და არა ჩვენთან?!“, - უკვირს შოთა ლომიძეს.

იმის გამო, რომ საკრებულოს შენობა ურაველში მდებარეობს, საარჩევნო უბანი კი ამ შენობაში იხსნება ხოლმე, მუსხის მცხოვრებლებს არჩვნებზეც ურაველში უწევთ ჩასვლა. მუსხში ამბობენ, რომ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უჭირთ და ხშირად არჩევნებზე არ მიდიან.

„ასაკოვანი დედა მყავს. წინა არჩევნებზე ხმა იმის გამო ვერ მისცა, რომ ურაველში წასვლა ვერ შეძლო, გადასატანი ყუთისთვის განცხადების დაწერა ვერ მოვასწარი. სოფელში ანალოგიური შემთხვევები ძალიან ბევრია“, - ამბობს ვაჟა ქურდაძე.

ქურდაძეს ეთანხმებიან თანასოფლელებიც და ამბობენ, რომ საარჩევნო უბანი მათ სოფელში თუ არ გაიხსნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ ყველა ერთხმად ვაცხადებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვითხოვთ რომ საკრებულო და საარჩევნო უბანი ჩვენს სოფელში იყოს“, - ამბობს რეზო ივანიძე.

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანი წლებია ურავლის საკრებულოშია განთავსებული. როგორც #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თეა გავაშელი ამბობს, საარჩევნო უბნები იმ ფართში იხსნება, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გამოყოფს.

„ჩვენ ადმინისტრაციულ ერთეულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გადმოგვცემს. რომელ სოფელშიც იქნება კომფორტული ადგილი ამომრჩევლისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, უბანს იქ ვხსნით“, - ამბობს თეა გავაშელი.

გავაშელი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია გამგეობამ საარჩევნო უბანი ურავლის საკრებულოში იმ მოტივით გახსნა, რომ ტერიტორიული ერთეული და ცენტრი ურაველია.

გავაშელი საარჩევნო უბნის მუსხში გადატანას კატეგორიულად გამორიცხავს: „ერთი საკრებულოა, ამიტომ ცალკე უბანს მუსხში ვერ გავხსნით. გარდა ამისა , საარჩევნო უბნის გადატანის შემთხვევაში შესაძლებელია პრეტენზია ურაველის ან ხეოთის მოსახლეობამაც გამოთქვას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მუსხის მოსახლეობა ივლის ურაველში თუ პირიქით“.

რატომ განთავსდა საარჩევნო უბანი ურავლის საკრებულოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა ვერ გვითხრა: „ურაველის საკრებულოში საარჩევნო უბანი ჯერ კიდევ 20 წლის წინ იყო. ნამდვილად არ ვიცი, რატომ განთავსდა იქ და არა სხვა სოფელში“.

22-ე საარჩევნო უბანზე 1450 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან მუსხში 619 ამომრჩეველია, ურაველში 583, ხეოთში კი 248.
ურავლის საკრებულოს 22-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მხოლოდ სამი სოფლის მუსხის, ურაველის და ხეოთის მოსახლეობას შეუძლია.
„მუსხელები 40 ამომრჩეველით მეტნი არიან ურაველზე. ჩემი აზრით, ეს 40 ამომრჩეველი არაფერს წყვეტს“, - ამბობს თეა გავაშელი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნები რიტუალების სახლებიდან სკოლებში გადავიდა
ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნების მდებარეობა იცვლება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ხვალ, 28 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში 213 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა