FM97.5 / LIVE

დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.11.2016
ახალციხის ახალი მერი, ვლადიმერ ზედგინიძე, მუშაობას ოფიციალურად დღეიდან, 18 ნოემბრიდან, დაიწყებს.

დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება

დღეს ვლადიმერ ზედგინიძე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატების წინაშე წარსდგება. სხდომა მერიაში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორი იქნება ახალი მერის პირველი ნაბიჯები, ამ თემაზე საუბრისგან ვლადიმერ ზედგინიძე თავს იკავებს: „პირველ დღეს, რომ შევალ კაბინეტში და გავერკვევი რიგ საკითხებში, ამის შემდეგ შემეძლება თქმა რა გაკეთდება და რა არა. წინასწარ საუბარი ცოტა უხერხულია. საერთო ჯამში თუ დავუკვირდებით, 9 თვე მიწევს მუშაობა, ამ პერიოდში რის გაკეთებაც შეიძლება, შევეცდები აუცილებლად გავაკეთო“.

ვლადიმერ ზედგინიძე, თვითმმართველი ქალაქის, ახალციხის რიგით მეორე მერია. იგი ამომრჩეველმა რიგგარეშე არჩევნებზე აირჩია. რიგგარეშე არჩევნები კი იმის გამო დაინიშნა, რომ ყოფილა მერმა, გიორგი კოპაძემ, მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მერის პოზიცია დატოვა. იგი მე–9 მოწვევის პარლამენტში, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი იქნება.

ვლადიმერ ზედგინიძემ ახალციხეს თვითმმართველობის შემდეგ არჩევნებამდე დარჩენილი დროით უნდა უხელმძღვანელოს. ეს არჩევნები კი, როგორც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გვიხსნიან, 2017 წლის ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

ახალციხის ახალარჩეული მერი, რომელსაც ამ პოზიციის დასაკავებლად, არჩევნების ორი ტურის გადალახვა მოუწია, 36 წლის განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა.

ვლადიმერ ზედგინიძე 1948 წლის 8 მარტს, ბორჯომში დაიბადა.სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ორი: ისტორიული (1969 წელს) და იურიდიული (1980 წელს) ფაკულტეტი. იყო სკოლის პედაგოგი. ახალციხეში საცხოვრებლად 1981 წლის თებერვლიდან გადმოვიდა.

1985-1995 წლებში შსს-ს ბორჯომისა და ახალციხის რაიონულ განყოფილებაში იყო, ასევე მუშაობდა წალკის მილიციის უფროსად;

1995-2005 წლებში რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და რეგიონის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

2005 წლიდან დღემდე კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ („ნათია 777“) დამფუძნებელი და მენეჯერია. ამბობს, რომ როგორც კი მერად მუშაობას შეუდგება, კლინიკას შვილს გადააბარებს.

ამჟამად იგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მიწვეული პედაგოგია.

ჰყავს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

შეგახსნებთ, ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებში, ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა. პირველ ტურში, ამომრჩევლის ხმათა 50%+1 ვერცერთმა მათგანმა აიღო, ამიტომ, მეორე ტური დაინიშნა.

მეორე ტურში ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე დაუპირისპირდნენ. პირველ ტურში ახალციხის 13 საარჩევნო უბნიდან, 11–ე ვლადიმერ ზედგინიძეს ირაკლი ერეკლიშვილმა მოუგო, შედეგი ასეთი იყო:
N5 ირაკლი ერეკლიშვილი – 49.98%
N41 ვლადიმერ ზედგინიძე – 36.99%.

მეორე ტურში კი , არჩევნები 13–ვე უბანზე ვლადიმერ ზედგინიძემ მოიგო და შედეგებით: N41 ვლადიმერ ზედგინიძე – 63.22% (4504 ხმა); N5 ირაკლი ერეკლიშვილი – 36.78% (2620 ხმა), ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე გახდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
ვლადიმერ ზედგინიძე: თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არამართებულია