FM97.5 / LIVE

ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.11.2016
ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ვლადიმერ ზედგინიძეს, ჯერ ოფიციალურად მუშაობა არ დაუწყია. ახალი მერი მუშაობას სავარაუდოდ 19 ნოემბერს დაიწყებს.

ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135–ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს იწყება.

N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენას დღეს, 8 ნოემბერს, დღის ბოლომდე დაასრულებენ.

„შევაჯამებთ და დამოწმებულს გავუგზავნით მერიის საკრებულოს“, – ამბობს N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი და აქვე ამატებს, რომ შემაჯამებელი ოქმის დაწერის ვადა 11 ნოემბრამდე ჰქონდათ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამავე დღეს შეუწყდება უფლებამოსილება მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელს. შეგახსენებთ, რომ ამ პოზიციას ილია ზარდიაშვილი იკავებს.

შეგახსენებთ, ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილმა მერმა საპარამენტო არჩევნებში იყარა კენჭი და ამის გამო მერის პოზიცია დატოვა.

ახალციხის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა, ამათგან, პირველ ტურში 50%+1 ხმა ვერცერთმა მათგანმა მიიღო და მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ორი კანდიდატი გავიდა, ვლადიმერ ზედგინიძე, „ქართული ოცნებიდან“ და ირაკლი ერეკლიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. პირველ ტურში არჩევნებში ერეკლიშვილი ლიდერობდა, მას ხმების 49.98% ჰქონდა, ზედგინიძეს კი 36.99%. მეორე ტურში ვითარება „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. საბოლოოდ, მერის რიგგარეშე არჩევნებში, ვლადიმერ ზედგინიძემ გაიმარჯვა. მან ხმების 63.22% მიიღო, ერეკლიშვილმა კი 36.78% .

ვლადიმერ ზედგინიძე ახალციხის მერი თვითმმართველობის შემდგომ არჩევნებამდე დარჩენილი ვადით იქნება. შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ბოლო არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
ახალარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ
9 ოქტომბრის 07:00 საათის მონაცემები – სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურებს ელიან
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო