FM97.5 / LIVE

რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 27.01.2017
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, სოლიდურ ფულად დანაზოგთან ერთად, ოთხ სახლსა და ხუთ მიწის ნაკვეთს ფლობს.

რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე

ვლადიმერ ზედგინიძის მიერ, გასულ კვირას, 19 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ოთხ საცხოვრებელს ფლობს. ამათგან, ორი საცხოვრებელი სახლი ბორჯომშია, ორი ბინა კი ახალციხეში.

უფრო კონკრეტულად, ვლადიმერ ზედგინიძეს, ბორჯომში, სოფელ ციხიჯვარში აქვს საცხოვრებელი სახლი, 217 კვ.მ ფართით, რომელიც 1986 წელს აქვს შეძენილი. და ასევე ბორჯომში, ოღონდ, ქალაქ ბორჯომში ფლობს საცხოვრებელ სახლს 327 კვ.მ ფართით, რომლის შეძენის ფორმაში მითითებულია მემკვიდრეობა.

რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ვლადიმერ ზედგინიძის სახელზე ფიქსირდება, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, 77კვ.მ. ფართის ბინა, რომელიც 5.000 დოლარად აქვს შეძენილი 1995 წელს; გარდა ამისა, 1981 წლიდან ფლობს, ასევე კოსტავას ქუჩაზე, 133 კვ.მ. ფართს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში აქვს მიღებული.

გარდა საცხოვრებელი ფართებისა, ვლადიმერ ზედგინიძის 100%–იან საკუთრებაშია ხუთი მიწის ნაკვეთი: სამი ბორჯომში და ორი ახალციხეში.

კერძოდ: 1200 კვ.მ. ბორჯომში, სოფელ ციხიჯვარში , რომელსაც 1982 წლიდან ფლობს; 11 კვ.მ ქალაქ ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე, რომელსაც ფლობს 1980 წლიდან; ამავე მისამართზე რეგისტრირებული 480 კვ.მ., რომლის შეძენის ფორმაში ასევე მემკვიდრეობითობა აქვს მითითებული; 907 კვ.მ ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში (ტერასები), რომელიც მის საკუთრებაშია 1995 წლიდან და 816 კვ.მ ასევე ახალციხეში, ე.წ. „მასლაპრომის“ ტერიტორიაზე, რომელსაც ფლობს 1997 წლიდან.

გარდა ამ ჩამონათვალისა, ვლადიმერ ზედგინიძის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხი, – 30კვ.მ. ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე და 25კვ.მ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე.

ვლადიმერ ზედგინიძე ასევე ფლობს 21 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე. და, მის საკუთრებაშია ავტომანქანა NISSAN PAD FINDER 2003 , სახელმწიფო ნომრით – WO-777-VA; რომელიც 2005 წელს, 15.000 დოლარად აქვს შეძენილი.

დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ ზედგინიძეს აქვს დანაზოგი, 12.300 დოლარისა და 10.000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ვლადიმერ ზედგინიძეს, აქვს დეპოზიტზე თანხები საქართველოსა და „ლიბერთი ბაკნებში“. მის სახელფასო ანგარიშზე კი, ვი–თი–ბი ბანკში, 19 იანვრის მდგომარეობით, 2.200 ლარი ფიქსირდება.

რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე


ვლადიმერ ზედგინიძე, ახალციხეში, შპს „ნათია 777“–ის 66%–იანი წილს ფლობს. ეს არის კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“. საწარმოს კაპიტალის ოდენობა – 20,645 ლარია; ამ კლინიკაში იგი უფროსი მენეჯერი იყო და ხელფასის სახით, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, 6600 ლარი აქვს მიღებული;

ვლადიმერ ზედგინიძე მიწვეული პედაგოგია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გასულ წელს, აღებული აქვს 6000 ლარი ანაზღაურება;

როგორც ქალაქ ახალციხის მერს, 2016 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, შემოსავლის სახეით მიღებული აღებული აქვს 3666 ლარი;
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზედგინიძე, ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, მეორე არჩეული მერია. იგი 2016 წლის ოქტომბერში, ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. მერმა ამ პოზიციაზე გიორგი კოპაძე ჩაანაცვლა, რომელმაც „ქართული ოცნებიდან“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარად იყარა კენჭი და მე–9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ვლადიმერ ზედგინიძე მერის პოზიციაზე მუშაობას 18 ნოემბრიდან შეუდგა. იმ პერიოდში მას ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ ჰქონდა. იურისტების განმარტებით, საჯარო მოხელეს დეკლარაციის შესავსებად პოზიციაზე დანიშვნიდან ორთვიანი ვადა აქვს. ვლადიმერ ზედგინიძემ დეკლარაცია მერის პოზიციაზე მუშბის დაწყებიდან ზუსტად ორ თვის თავზე შეავსო.

ვლადიმერ ზედგინიძემ ახალციხეს თვითმმართველობის შემდეგ არჩევნებამდე დარჩენილი დროით უნდა უხელმძღვანელოს. ეს არჩევნები კი, როგორც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გვიხსნიან, 2017 წლის ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

ახალციხის ახალარჩეული მერი, რომელსაც ამ პოზიციის დასაკავებლად, არჩევნების ორი ტურის გადალახვა მოუწია, 36 წლის განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
რა ქონებას ფლობს სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
ახალციხის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
რა ქონებას ფლობს ავთანდილ გალდავა