FM97.5 / LIVE

ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 04.11.2016
დღეს, 4 ნოემბერს, ადიგენის სოფელ უდესთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ადიგენი–თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო "მიკტროავტორბუსი" და ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ

როგორ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაზიანდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ორი ეკიპაჟი იმყოფებოდა. ორ დაზარალებულს დახმარება ადგილზე გაეწია, სამი კი ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ორი კლინიკა "იმედში", ერთი – "უნიმედი სამცხეში".

კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ მათთან ორი დაშავებული მიიყვანეს, ქალი და მამაკაცი, ორივე მათგანი მიკროავტობუსის მგზავრები იყვნენ. ქალს თავზე ჰქონდა მსუბუქი დაზიანება, მამაკაცს კი ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ორივე მათგანს ჩაუტარდა მკურნალობა და გაწერეს.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, ჯიპის მარკის ავტომობილიდან, ის "უნიმედი სამცხეს" სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს.

"ვიწროპროფილური დაზიანება აქვს, ჩვენ ვერ ვმკურნალობთ და კატასტროფის სამსახურს ველოდებით, რომ თბილისში გადაიყვანოთ", – განგვიმარტეს "უნიმედი სამცხეში".

შშს–ს ინფორმაციით, შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი პუნქტით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
სოფელ უდესთან მომხდარ ავტოავარიას ერთი პირი შეეწირა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
სოფელ აწყურთან სამგზავრო 'მარშუტკა' და ტრაილერი შეეჯახნენ [Photo/Video]
ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე
საბარგო სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულს ოპერაცია უკეთდება