FM97.5 / LIVE

სოფელ უდესთან მომხდარ ავტოავარიას ერთი პირი შეეწირა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.11.2016
სოფელ უდესთან მომხდარ ავტოავარიას ერთი პირის სიცოცხლე შეეწირა. 45 წლის მამაკაცი, გუშინ, 13 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სოფელ უდესთან მომხდარ ავტოავარიას ერთი პირი შეეწირა

სოფელ უდესთან ავარია 4 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს ადიგენი–თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო "მიკტროავტობუსი" და ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, „მიკროავტობუსში“ მყოფი რამდენიმე ადამიანი დაზიანდა.

დაზარალებულებს შორის იყო სოფელ მლაშეში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე დაზიანებების გამო, სამკურნალოდ თბილისში გაიყვანეს. როგორც მისი ახლობლები განმარტავენ, დაზარალებულს ხერხემლის მეექვსე და მეშვიდე მალების დაზიანება ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

შემთხვევაზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. თუმცა ამ ეტაპზე, შშს–ს ინფორმაციით, საქმე გადაკვალიფიცირდება. მუხლი იგივე დარჩება და შეიცვლება ნაწილი.

"გამოძიება გრძელდება, ექსპერტიზებია დანიშნული. საქმე გადაკვალიფიცირდება“, – განმარტავენ შსს–ში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
უდესთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, საქმე გადაკვალიფიცირდა
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
სოფელ აწყურთან სამგზავრო 'მარშუტკა' და ტრაილერი შეეჯახნენ [Photo/Video]
სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ავარიის შედეგად დაზარალებული ორი მამაკაციდან ერთი გარდაიცვალა