FM97.5 / LIVE

აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.12.2016
აწყურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში რვა დაშავებული შეიყვანეს. ამათგან, ერთი გარდაიცვალა, ორი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, ორი გაწერეს, სამი დაშავებული კი საავადმყოფოებში რჩება.

აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი–ახალციხის ავტომაგისტალზე, დღეს, 2 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობდა. სასწაფოს ექიმებმა ხუთი დაშვებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, „უნიმედი სამცხეში“, ორი კლინიკა „იმედში“, ერთი კი ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„უნიმედი სამცხეში“ ამბობენ, რომ ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი მძიმე ტრამვების გამო თბილისში გადაიყვანეს, სამი კი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

„თბილისში ყბის ძვლის ღია მოტეხილობით გადაიყვანეს, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, – განგვიცხადეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.

ერთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს კლინიკა „იმედიდანაც“. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს თავის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა. მეორე კი შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბინაზე გაწერეს.

რაც შეეხება ბორჯომში გადაყვანილ დაშავებულ მგზავრს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება. სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის განმარტებით, დაშავებული უკვე ბინაზეა გაწერილი.

შეგახსენებთ, ავტოავარია დღეს, 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. სოფელ აწყურის შესასვლელთან, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ხაშური–ახალციხის სამგზავრო ‘მარშუტკა’ შეეჯახნენ. სამგზავრო ‘მარშუტკა’ ხაშურიდან 12:00 საათზე გავიდა და მას მგზავრები ახალციხეში გადაჰყავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის სამი ეკიპაჟი მუშაობდა. მომხდარის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ათობით მანქანა საცობში ერთ საათზე მეტხანს იდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება თავდაპირველად, სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა, პირის გარდაცვალების შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა და ამჟამად ძიება მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით, სამ წლამდე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
სოფელ აწყურთან სამგზავრო 'მარშუტკა' და ტრაილერი შეეჯახნენ [Photo/Video]
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
ბორჯომში ავარიის შედეგად დაშავებულებიდან სამმა კლინიკა დატოვა
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე