FM97.5 / LIVE
ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე

ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე

მთავარისამართალი » შემთხვევა 24.06.2015
ტურისტულ კომპლექს ვარძიის გზაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალასთან, ავტოსაგზაო შემხვევა მოხდა, რომლის შედეგად 37 წლის მამაკაცი და 13 წლის მოზარდი დაშავდნენ. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე

სოფელ იდუმალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს,24 ივნისს, შუადღეს მოხდა. ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 16:40 საათზე მივიდა. სასწრაფო სამწედიცინო დახმარების რეგიონის მენეჯერის თამაზ კაჭკაჭაშვილის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას ორი დაშავებული დახვდა. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ გადაიყვანეს. ორი დაშავებულიდან, ერთი, 37 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, 13 წლის მოზარდი კი ისრაელის.

„13 წლის მოზარდს აღენიშნებოდა ზედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები, ნაფლეთი ჭრილობით, სავარაუდოდ იყო მოტეხილობაც. მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობით და ტრამვული შოკით გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას „უნიმედი სამცხეს“ სამედიცინო კლინიკაში ოპერაცია უკეთდება, სავარაუდოდ დაშავებულს კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაიყვანენ“, – ამბობს სასწრაფო- სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის მენეჯერი თამაზ კაჭკაჭიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა
ავარია საბარგო სადგურზე – დაშავებულია 4 ადამიანი [Photo]