FM97.5 / LIVE

მკვლევარები: „არცერთი წყაროდან დასტურდება, რომ მოხეში მეჩეთის ადგილას ნაეკლესიარი იყო“

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.10.2016
„ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის ფონდის“ დამფუძნებლები ნესტან ბლუაშვილი და ქრისტინე მუჯირი მოხეში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.

მკვლევარები: „არცერთი წყაროდან დასტურდება, რომ მოხეში მეჩეთის  ადგილას ნაეკლესიარი იყო“
„ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის ფონდის“ დამფუძნებლები მოხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებნ, რომელსაც უცვლელვად გთავაზობთ:

ამ საკითხში ერთი-ორი თუ არა, ერთი სიტყვა მაინც გვეთქმის. ჩვენ არაერთი ისტორიული მეჩეთი შევისწავლეთ და გამოვიკვლიეთ ამ სამცხე–ჯავახეთში.

აქ დღეისათვის 60 – ზე მეტი მეჩეთი, ან მეჩეთის ნანგრევი ფიქსირდება. მათგან მხოლოდ ორი მეჩეთი აშენდა ოსმალთა ბატონობის დროს. ესენია- ახალციხესა და ახალქალაქის ციხეებში არსებული ჯამეები. მათი არქიტექტურაც კი ცხადჰყოფს ამ ფაქტს. ორივე ოსმალური ტიპის მეჩეთებია. დანარჩენი ჯამეები აიგო მას შემდეგ, რაც სამხრეთ საქართველოც რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, 19-ე საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში.

უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არის 5 ან 6 მეჩეთი, რომელიც ნაეკლესიარზე აშენდა, ან მშენებლობისას გამოყენებულია ეკლესიის ქვები. ასეთია სოფელ კლდეს მეჩეთი, რაც დარწმუნებით ვიცით. სოფელ კლდეში მხოლოდ ქრისტიანები სახლობენ, 1990-იან წლებში ეკლესიადაც აკურთხეს და წირვა ლოცვებიც ტარდებოდა, მაგრამ ამ მეჩეთის ეკლესიად გადაკეთება დიდ თანხებს მოითხოვდა და სოფლის მოსახლეობამ ამჯობინა, ახალი ეკლესია აეგოთ უფრო ვრცელ ტერიტორიაზე. ახლა კი „ნაკურთხ ნაეკლესიარ-მეჩეთში“ კვლავ თივას და ნაკელს ყრიან.
რაც შეეხება მოხეს მეჩეთს, ის ერთ-ერთი იშვიათი ჯამეა, რომელიც 1944 წლის რეპრესიებამდე, მუსლიმთა გადასახლებამდე ცოტა ხნით ადრე აშენდა.

საბჭოთა კავშირის დროს ყველა საკულტო ნაგებობის მსგავსად, მეჩეთებსაც კლუბებად და საწყობებად იყენებდნენ.
მოხეს მეჩეთის პრობლემა როგორც ვიცით, შარშან გამწვავდა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა, იმ მიზეზით, რომ აქ ნაეკლესიარი იყოო, გადაწყვიტეს მეჩეთი დაენგრიათ და იქ ბიბლიოთეკა აეშენებინათ(?!). მაშინ როცა ბიბლიოთეკისთვის სხვა ადგილის გამონახვას წინ არაფერი უდგას.

ქრისტიანებმა გადახადეს მეჩეთს სახურავი და ნგრევა დაიწყეს. ეს გააპროტესტს ამავე სოფელში მოსახლე მუსლიმებმა. რასაც დაპირისპირება მოჰყვა და მუსლიმები სასტიკად სცემეს.

ყოველივე ამის შემდეგ შეიქმნა რელიგიათა საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ეს პრობლემა. რაც რეალურად არ მოხდა დღემდე.

გუშინ მოხელმა მუსლიმებმა ლოცვა დაიწყეს მეჩეთში. პოლიციამ კი მეჩეთის კარი აჭედა, იმ მიზეზით, რომ ეს „სადავო შენობაა“.
მივედით მთავარ სათქმელთან:

ა) არცერთი წყაროდან დასტურდება, რომ ამ მეჩეთის ადგილას ნაეკლესიარი იყო.

ბ) რომც ყოფილიყო ნაეკლესიარი და მასზე იყოს ეს მეჩეთი დაშენებული, არავითარი უფლება გვაქვს, რომ ეს ისტორიული ძეგლი დავანგრიოთ!

ამ ლოგიკით, მაშინ ყველა ის ქრისტიანული ტაძარი უნდა დავანგრიოთ, რომელიც წარმართულ სალოცავზეა აგებული.
ან ყველა ის თანამედროვე შენობა უნდა დავანგრიოთ, რომელიც ნაეკლესიარზე დგას. მაგალითად ასეთებია, თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობა, კინო „რუსთაველი“ და სხვა.

ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, როგორც ცენტრალურს, ასევე რეგიონულს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამუფთოს! დროულად მოაგვარონ ეს საკითხი და მეჩეთი გადასცენ მუსლიმ თემს! ყველა კარგად ვაცნობიერებთ ამ კონფლიქტმა რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

აღსანიშნავია ამ მეჩეთების აგების ისტორიები. თითქმის ყველა მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმებს თანაბრად ეხმარებოდნენ ადგილობრივი ქრისტიანები, ზოგან ხორბლის, კარტოფილისა და ზეთის შეწირვით, ზოგან ფიზიკური შრომით. ასევე მუსლიმები ეხმარებოდნენ მათ მეზობელ ქრისტიანებს ეკლესიების აშენებაში, მაგალითად უდეს ტაძარზე ამის დამადასტურებელი წარწერაც კი გვქონდა. ამავე სოფელში, უდეში, ერთი ძმა ტაძრის წინამძღვარი ყოფილა, მეორე ძმა-მეჩეთის მოლა.

ძალიან ბევრ სოფელში ახლაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ მუსლიმებსა და ქრისტიანებს. ვფიქრობთ, სასულიერო პირებს ორივე მხრიდან და პირველ რიგში სამართალდამცავებსა და ხელისუფლებას ეკისრება ამ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა!

პ.ს. საპატრიქოს თუ ასე შესტკივა ამ რეგიონის დანგრეულ ეკლესიებზე გული, შეგვიძლია სია მოგაწოდოთ სამცხე-ჯავახეთში არსებული დანგრეული ეკლესიებისა, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაციას!

პ.ს.ს. სამუფთოს, სავარაუდოდ, არც ამ მეჩეთებზე შესტკივა გული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
მეუფე თეოდორე: მეჩეთის საკითხი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს
მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’
მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“
მოხეში მცხოვრები ქრისტიანები სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებას ითხოვენ